LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია დუმბაძე: „პირველ კლიპს ორ მილიონზე მეტი ნახვა აქვს“

41
natia-dumbadze-limoni

„სიმღერის ისტორიას საფუძველი ჩემი და მასტერის პირველი დუეტის დროს ჩაეყარა. ჰიტის წარმატებას შემდეგ თავისთავად გაჩნდა იდეა ჩაგვეწერა მეორე დუეტი. პირველი დუეტიდან ორ თვეში დავიწყეთ მუშაობა. ისევ პაატა სილაგაძის სტუდიაში ჩავწერეთ ახალი სიმღერა, რომლის ტექსტის და მუსიკის ავტორი მასტერია. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კლიპის გადაღებას. ნოემბრის შუა რიცხვებში გვექნება პრემიერა. მოვლენების განვითარების მიხედვით ვხვდები, არ უნდა გავჩერდე. პირველ კლიპს ორ მილიონზე მეტი ნახვა აქვს. არ გამოვრიცხავ მესამე დუეტსაც, მაგრამ ამ ეტაპზე სოლო სიმღერაზე ვმუშაობ. სიმღერას, ტექსტს, მელოდიას, მასტერი შექმნის და ვფიქრობ, რომ ის წარმატებული იქნება ჩემთვის“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ნათია დუმბაძემ მისი და მასტერის მორიგი დუეტის შესახებ ისაუბრა. მომღერალე ამ ეტაპზე სოლო სიმღერაზე მუშაობს და მელომანებს სიახლეს მალე შესთავაზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები