LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული „ეთნო რალით“ ევროპის ცენტრალურ ქვეყნებში დაინტერესდნენ

6
82229218-101460858060519-9128121932951060480-o

ქართული ტურიზმის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია – ეს ის მთავარი მიზანია, რომლისთვისაც პროექტი „ეთნო რალი“ შეიქმნა. „ბიზნესნიუსის“ სტუმრები სწორედ ამ პროექტის დამფუძნებლები ალექსანდრე პაიკიძე და ალექსანდრე გიორგიძე იყვნენ, რომლებმაც დეტალურად და ამომწურავად ისაუბრეს „ეთნო რალის“ შესახებ.

რა არის პროექტის მთავარი მიზანი?

ეს არის როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის მხარდაჭერა. რაც გულისმხმობს თავის თავში შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ავტომატურად გულისხმობს რეგიონალურ განვითარებასაც, ვინაიდან მთელი ეს მარშუტი სადაც 8 დღის განმავლობაში გაივლის „ეთნო რალი“, არის აგებული ისეთი მიმართულებებით, რომლებიც ნაკლებად არის დატვირთული ტურისტული მიზნებით, თუმცა პოტენციალი გააჩნიათ არანაკლები, ვიდრე ისეთ პოპულარულ მიმართულებებს, როგორებიცაა: ყაზბეგი, სიღნაღი… ამიტომ, ჩვენი პროექტის მთავრი მიზანი იყო გაგვეცოცხლებინა ის მხარეები და რეგიონები, რომლებიც შედარებით მივიწყებულია ტურისტული თვალსაზრისით. ტურიზმის განვითარება მიტოვებულ მხარეებსა და რეგიონებში, ბუნებრივია, გააჩენს შემოსავლის წყაროს იქ მყოფი მოსახლეობისთვის და ესეც ერთ-ერთი სასიკეთო მხარეა ამ პროექტის.

ვინ არიან პროექტის ორგანიზატორები და მხარდამჭერები?

რა თქმა უნდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც ძალიან გვიდგას მხარში. ასევე მუნიციპალიტეტები, რწმუნებულების აპარატი და კერძო სექტორი… კომპანიები, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენ, ესენია: პირველადი გადაუდებელი დახმარების ცენტრი, კომპანია „ავერსი“, „პრომოუტერი“ და სხვანი. ყველას დიდი მადლობა. არ მინდა ვინმე გამომრჩეს…

როგორ უნდა ჩაერთონ დაინტერესებული პირები ამ პროექტში?

პროექტი არის სამოყვარულო. ანუ მოგზაურობის ნებისმიერ მოყვარულს შეუძლია მიიღოს „ეთნო რალიში“ მონაწილეობა. ეს არის 8 დღიანი პროექტი და ამ ხნის მანძილზე ყოველდღე გადავადგილდებით საშუალოდ 220-250 კილომეტრს და მარშუტი გადის ისეთ ადგილებზე, რომლებიც ნაკლებად დატვირთულია, მაგალითად: როდოპოლისის ციხე, საზანოს ჩანჩქერები, ყვარლის ფულის მუზეუმი, ვანის არქეოლოგიური გათხრები… ისეთი ადგილები, რომლებიც თითქოს ვიცით, მაგრამ სინამდვილეში ამ ყველაფერს გვერდს ვუვლით…

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა დაინტერესებულ პირებს „ეთნო რალიში“, 7 თებერვალს ჩვენ გვაქვს პროექტის პრეზენტაცია. ამის შემდეგ უკვე გაიხსნება ოფიციალურად დედლაინი, რომელიც გაგრძელდება 13 ივნისამდე და ამ ხნის განმავლობაში, იქნება რეგიტრაცია. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე. აქ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას, როორ უნდა დარეგისტრირდეთ, რა კრიტერიუმებია რეგისტრაციისთვის საჭირო, როგორი შეიძლება იყოს მანქანა და ა.შ…

-თუ გაქვთ წესები, რომლებიც მოქმედებს პროექტის მიმდინარეობს დროს?

ცხადია გვაქვს…უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ ვაფორმებთ კონტრაქტს თითოეულ მონაწილესთან. კონტრაქტში კონკრეტულად მითითებულია ჩვენი მოვალეობები, რას ვუზრუნველყოფთ და ასევე უსაფრთხოების ის სტანდარტები, რომლებიც უნდა დაიცვან მონაწილეებმა.

-რა მარშუტს მოიცავს პროექტი – სად არის სტარტი და სად იქნება ფინიში?

სტარტი არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში… პირველ დღეს მივდივართ ზემო იმერეთში, მეორე დღეს ქართლში, შემდეგ თელავი, თუშეთი…. მოკლედ, ძალიან ბევრ ლოკაციაზე გვიწევს გადაადგილება. ფინიში კი იქნება ქუთაისში, სადაც შედგება კონცერტი, დაჯილდოვება და ა.შ.

თუ არის უკვე გამოხმაურება და დაინტერესება საზოგადოების მხრიდან?

ცხადია, არის. ეს გახლავთ გამზადებული ტურისტული პაკეტი, რომელსაც ვთავაზობთ ტურისტულ კომპანიებს და ისინი გაყიდიან. ჩვენ არ ვერევით მათ საქმიანობაში. საერთაშორისო ეკიპაჟების უმრავლესობა სწორედ ამ ფორმით მიიღებს მონაწილეობას „ეთნო რალიში“. უკვე გაქვს რამდენიმე გამოხმაურება საინტერესო ქვეყნებიდან ცენტრალური ევროპიდან… 50/50-ზე იქნება მონაწილეები საქართველოდან და უცხოეთიდან. ეს არ არის სპორტული შეჯიბრი, ეს არის სახალხო ზეიმი, ეს არის დიდი თავგადასავლი…. დაახლოებით, 40 კულტურული ობიექტი გამოდის, რასაც პროექტის განმავლობაში ნახავენ მონაწილეები…

პირველად იმართებაეთნო რალი“, თუ მსგავსი პროექტი ადრეც განგიხორციელებიათ ?

ეს პროექტი არის პირველი, რომელიც საქართველოში კი არა, მსოფლიოშიც უანალოგოა თავისი შინაარსით.. „ეთნო რალი“, ჯერ ერთი, არის სამოყვარულო და მეორეც, თავიდან ბოლომდე ტურიტული პროდუქტია, რომელიც ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? თუ გააგრძელებთ ქართული ტურიზმის მხარდაჭერას?

ბუნებრივია, იგეგმება ამ პროექტის კიდევ უფრო გაფართოება.. ახლა 40 ქალაქს ვითვისებთ, 8 დღეში გავდივართ 1600 კილომეტრს, ანუ ნახევარ საქართველოს… მომდევნო წელს გვინდა 2 რალის ჩატარება, 2 სხვადასხვა სეზონზე და განსხვავებულ ლოკაციებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g