LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოლოდინი აქვთ მხარეებს, ვინ შევა საბოლოოდ პარლამენტში და ვინ ირჩევს ბრძოლისათვის ქუჩას – ,,რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად“

8
realuri dro

საზოგადოებრივ – პოლიტიკური გადაცემა ,,რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად“ რადიოსადგურ ,,ფორტუნას“ ეთერში – ყოველ პარასკევს, 19.00 საათზე თეონა ცხომელიძესთან ერთად.

ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობაა – საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილია. პირველი სხდომა დღეს ოპოზიციის გარეშე გაიმართა, თუმცა მმართველი გუნდი არ მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული იქნება.

სხდომის პარალელურად, ოპოზიციურმა პარტიების ნაწილმა სიების ანულირების შესახებ საერთო დოკუმენტს მოაწერა ხელი და ცესკოს მიმართა. მიუხედავად ამ მოვლენებისა, ფასილიტატორების შუამდგომლობით მოლაპარაკებები გაგრძელდება.

რა მოლოდინი აქვთ მხარეებს, ვინ შევა საბოლოოდ პარლამენტში და ვინ ირჩევს ბრძოლისათვის ქუჩას?

თეონა ცხომელიძესთან ერთად გადაცემის თემებზე იმსჯელეს:

• ლევან ბეჟაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი
• შალვა პაპუაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“
• დავით ზურაბიშვილი -პოლიტოლოგი

 

„რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ მოლაპარაკებაზე, არ მგონია რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევიდნენ“ – დავით ზურაბიშვილის პროგნოზი და მოლაპარაკების შემდეგი რაუნდების მოლოდინი

პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული იქნება ბოლომდე და სესიის დარბაზში ოპოზიცია არცერთ ეტაპზე შევა.

მიზეზად პოლიტოლოგი ბოიკოტთან დაკავშირებით თავად ოპოზიციის მიერვე გაკეთებულ რადიკალურ განცხადებებსა და მოწოდებებს ასახელებს, რომლის უკან წაღებაც ახლა თითქმის შეუძლებელია.

ზურაბიშვილის აზრით, ეს სტრატეგია პირველი დღიდანვე შეცდომა იყო, რამაც პროცესი ჩიხში შეიყვანა.

„მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანია იყოს პოლარიზაცია და თვითონ იყვნენ დაპირისპირებაში. ეს ასევე მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“, დანარჩენებს რაც შეეხება, ისინი არიან საკუთარი განცხადების მსხვერპლი. პირველ დღეს რომ დაიფიცეს, მერე ვეღარ გადათქვეს. არაფერი აქედან არ გამოვა, ეს არის პოლარიზებისკენ გადადგმული ნაბიჯი.“- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „რეალურ დროში“.

„გვჯერა, რომ საღი აზრით მოლაპარაკების შემთხვევაში ჩვენი ოპონენტებიც შემოვლენ პარლამენტში“ – შალვა პაპუაშვილი

 

„გვჯერა, რომ საღი აზრით მოლაპარაკების შემთხვევაში ჩვენი ოპონენტებიც შემოვლენ პარლამენტში“ – შალვა პაპუაშვილი

მიუხედვად იმისა, რომ პირველ პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდი მარტო იჯდა, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება და მოლაპარაკებები ოპოზიციასთან გრძელდება.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „რეალური დრო” განაცხადა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის პლებისციტზე ხელისუფლება მსჯელობას არ გეგმავს.

„ვის ენდობიან ისინი, რომ პლებისციტი ჩაატარონ? ვხედავთ, რომ ოპოზიცია არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ ენდობა, არც უცხოელ პარტნიორებს, თავად თუ ჩატარებენ არ ვიცი. 31 ოქტომბრის არჩევნები შედგა და ამას ადასტურებს ყველა ობიექტური დამკვირვებელი. შესაბამისად, პლებისციტის ან რიგგარეშე არჩევნებისთვის არანაირი არგუმენტი არ არსებობს“,- აცხადებს პარლამენტის წევრი შალვა პაპუაშვილი.

„ხალხს ვკითხოთ“ – რა შემთხვევაში შევა ოპოზიცია პარლამენტში – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი პლებისციტის აუცილებლობაზე საუბრობს

„ხალხს ვკითხოთ“ – რა შემთხვევაში შევა ოპოზიცია პარლამენტში – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი პლებისციტის აუცილებლობაზე საუბრობს

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია არ იმყოფებოდა.

პარტიების უმრავლესობამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების ანულირების შესახებ განცხადებით მიმართა.

პროცედურა დაახლოებით ერთ თვეს მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მანდატების გაუქმებას ითხოვს, დარჩენილ ვადაში არ გამორიცხავს ხელისუფლებასთან შეთანხმებას და პარლამენტში შესვლას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ „ქართული ოცნება“ პლებისციტის ჩატარებას დათანხმდება.

საკითხზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა გადაცემაში „რეალური დრო-თეონა ცხომელიძესთან ერთად“ ისაუბრა.

„ხალხს ვკითხოთ და ხალხმა მიიღოს პლებისციტზე ეს გადაწყვეტილება-უნდათ თუ არა, რომ ქვეყანაში ამ გაყალბებული არჩევნების ფონზე ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ვფიქრობ, ეს გამოსავალი იქნებოდა პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად. მაგრამ იმავდროულად არის კიდევ მთელი რიგი საკითხები, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თუ საარჩევნო რეფორმა…ვადა პოლიტიკური კონსენსუნსისთვის საკმარისია, ჩვენ შეგვაქვს პირადი განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ 17 დეკემბრისთვის, შემდგომ რეგლამენტით გათვალისწინებულია 8-15 დღე, რომ კომიტეტმა შეისწავლოს ეს განცხადებები და შემდგომ ერთკვირიანი ვადა რომ პარლამენტის სხდომაზე მოხვდეს საკითხი. პრაქტიკულად არის 3-4 კვირა შეთანხმებისთვის.“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები