LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე – ,,7 რჩევა ფსიქოლოგისგან“

26
tamar-gagoshidze-7-rcheva

გადაცემის ლაივი LIVE

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ადრეულ განვითარებაზე, გრძნობს თუ არა ბავშვი მშობლის შფოთვას, აქვთ თუ არა მშობლებს ემოციური რეგულაცია – მარტა ქარუმიძის გადაცემას ,,7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ესტუმრა.

რა არის ადრეული განვითარება?

ადრეული განვითარება არის ფუნდამენტი, რომელზეც ყალიბდება სრულფასოვანი პიროვნება. ადრეული განვითარების ქვეშ იგულისხმება დაბადებიან 3 წლამდე ბავშვის განვითარება. თუმცა, უფრო ფართო გაგებით სკოლამდელ, 6 წლამდე ასაკს მოიცავს. ბავშვის აღზრდა უნდა დაიწყოს დაბადებიდანვე, ყურადღება უნდა მიექცეს მის განვითარებას. მშობლები ზრუნავენ ბავშვის კვებაზე, ძილზე, ჩაცმაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი მათთვის უკავია ფიზიკურ და ჯანმრთელობის საკითხებს, ეს მართლაც მნიშვნელოვანი კომპონენტებია, მაგრამ არსებობს ასევე ემოციური განვითარება. აღსანიშნავია, რომ შემეცნებით განვითარებასა და ენას უფრო ექცევა ყურადღება, შემეცნებითი განვითარება არ ნიშნავს, რომ ბავშვმა იცოდეს უცხო ენა, არამედ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბავშვი ცნობისმოყვარეა და მას უნდა ჰქონდეს გარემოსთან აქტიური ურთიერთობა, რათა შეიმეცნოს ის რეალობა, რაც მის გარშემოა.  მშობლისთვის ყველაზე რთულია ერთი წლის ასაკი, როცა ბავშვი დაცოცავს, ინტერესიანი ხდება, სწორედ  ეს არის შემეცნებითი აქტივობა.

რა პრობლემებია ემოციური განვითარების კუთხით?

ხშირად ბავშვი მოითხოვს რაღაცეებს და უნდა რომ სურვილები შეუსრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქვს ისტერიკა, ან თუ ბავშვი შფოთავს, ამის გამო მისი ქცევა შეიძლება იყოს ცოტა იმპულსური. მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ ემოციურ და სოციალურ განვითარებას, ეს ბავშვებში თავისით არ ყალიბდება, ეს ყალიბდება მშობელთან ურთიერთობით.

ზოგადად ბავშვები პრაგმატულები არიან. სადღაც 2 წლიდან ისინი ცდილობენ გაიგონ „რა გაუვათ და რა არა“. 3 წლიდან ბავშვს უყალიბდება „მეს“ განცდა, ის უკვე გამოეყოფა მშობელს, დადის, ფრაზებს ამბობს და ამ პერიოდში აფიქსირებს, რომ თვითონაც შეუძლია გარემოსა და ადამიანებზე მოახდინოს ზემოქმედება. ის ხედავს, რომ მის სხვადასხვა საქციელზე უფროსები განსხვავებულად რეაგირებენ და ასე სწავლობს როგორ მიაღწიოს ამა თუ იმ მიზანს უფროსებთან მიმართებაში.

ბავშვი თავისი „მეს“ საზღვრებს ცდის, ეს ხდება უსაზღვრო, თუ მშობელი ჩარჩოს არ დააწესებს. როცა ბავშვი ეწინააღმდეგება, მშობლებს აქვთ განცდა, რომ ის შეიძლება განერვიულდეს, ამიტომ ყველაფერს უსრულებენ, მაგრამ იცოდეთ, რომ თუ არ ისწავლით „არას“ თქმას, სხვანაირად ბავშვს ჯანმრთელი ეგო – „მე“ არ განუვითარდება. ბავშვი მშობლებს სცდის, ის ექპერიმენტებს ატარებს, სწორედ ცდისა და შეცდომის მეთოდით სწავლობს, სად გადის მისი თავისუფლების საზღვრები, მან ზუსტად იცის სად „გაუვა“და სად არა.

იცით, როგორ ვითარდება პიროვნება: არსებობს მოთხოვნილებები, რაც ადამიანს სიამოვნებს, პატარა ასაკში მე არ ვითვალისწინებ სხვა ადამიანებს, მაგრამ მე მომიწევს ამის გათვალისწინება, როცა გავიზრდები. იმისთვის, რომ ჩემი იმპულსი გადავწიო, უნდა მამეცადინოს ვინმემ, ამ შემთხვევაში მშობელმა. ამიტომ საჭიროა ბავშვს დავუწესოთ ჩარჩოები.

ხშირად სამი წლის ასაკიდან აღმოჩნდება, რომ ბავშვი არის უმართავი, ზოგიერთი ბავშვი, რომელსაც ადრე ვერც კი შეამჩნევდით სახლში იყო თუ არა, უცებ ხდება რევოლუციონერი, ეს განვითარებისთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ხშირად მშობლებს ეშინიათ, ნერვები არ აუშალონ, არ დაუზიანონ ფსიქიკა. თუ ბავშვმა იცის, რომ ისტერიკის გზით ვერ მიიღებს სასურველს, ის ეჩვევა ჩარჩოებს.

ყვირილი ყველაზე საშინელი ფენომენია ჩვენ საზოგადოებაში, მშობლები ვერც აცნობიერებ, როგორ უყვირიან შვილებს. დააკვირდით, როგორ თამაშობენ ბავშვები ეზოში – ისინი ყვირიან. დასასველებლად როცა მივდივარ, ვიცი სად არის ქართული თემი, სწორედ იქიდან ისმის ყვირილი.

ჩვენ გვგონია, რომ ბავშვს თავისუფლად ვზრდით. მაგრამ რა არის თავისუფლება – ეს არჩევანია. ბავშვს, რომელსაც ჩარჩოს არავინ უწესებს, არის ქაოტურ მდგომარეობაში.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2142609412503272/

რა იწვევს ბავშვის აგრესიას?

როცა მშობლებს ვთხოვთ აღწერონ აგრესიული ქცევა, რასაც ისინი გვიყვებიან, ეს ნამდვილად არ არის აგრესია. ძირითად შემთხვევებში, ბავშვს რაღაც აწუხებს, ამას ვერ გამოთქვამს, ემოციური მდგომარეობა აქვს და ეს ჩანს აგრესიულ ქცევად. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი იღლება და იფიტება, ამ დროს ეწყება გაღიზიანება, ჩვენ უნდა მივხვდეთ რომ ბავშვი დაიღალა და პრევენციული ზომები გავატაროთ. საბავშვო ბაღებში ჩივიან ხშირად, რომ ბავშვი აგრესიულად იქცევა, ამ დროს არავინ იკითხავს, იქნებ ბავშვი დაიღალა, ეძინება ან შია. უნდა გაარკვიოთ, რატომ ტირის ბავშვი, ბავშვის ქცევა არ არის მექანიკური. მშობლებისთვის ადვილია რეცეპტი: „დავსაჯოთ-არ დავსაჯოთ, ავუკრძალოთ ან არა“. ჩვენ კონკრეტულს ვერ გირჩევთ. ერთი და იგივე რჩევა ყველა სიტუაციაში ვერ გამოგადგებათ. მთავარი რჩევაა – უყურეთ თქვენ შვილებს, რათა გაიგოთ რატომ იქცევიან ასე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები