რას ითვალისწინებს „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წწ. სტრატეგია“

საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში – შემუშავდა და დამტკიცდა „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წწ. სტრატეგია“ – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კვლევებისა და პროექტების განვითარების სამსახურის უფროსმა ეკატერინე მრულიშვილმა ისაუბრა.

რა არის სტრატეგიის მიზანი ?

სტრატეგიის მიზანია სახელმწიფო მომსახურების გაუმჯობესება ერთიანი მიდგომების დანერგვის გზით შემდეგი 4 მიმართულებით: 1. სერვისის შექმნა; 2. მიწოდება; 3. განფასება; 4. ხარისხის უზრუნველყოფა.

ამ ეტაპამდე რა ნაბიჯებია უკვე გადადგმული აღსრულების ნაწილში?

შეიქმნა მეთოდოლოგიები და ტრენინგ მოდულები ოთხივე მიმართულებით; გადამზადდა საჯარო უწყების 500-მდე წარმომადგენელი 4-ვე მიმართულებით;

სტრატეგია ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით; დაიწყო სტრატეგიის აღსრულება.

დონორები რა კუთხით არიან ჩართულები?

ამ ეტაპზე 6 სახელმწიფო სერვისის გამცემ უწყებაში ინერგება ახალი მიდგომები დონორის მხარდაჭერით, ხოლო 8-მ საკუთარი რესურსით/სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო; – სტრატეგიის ეფექტიანად აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო სერვისების მიწოდების საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაცია გაძლიერდა.

რას შეუწყობს ხელს „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წწ. სტრატეგია“?

სტრატეგიის განხორციელების შედეგად სახელმწიფო სერვისები მოსახლეობას კიდევ უფრო მარტივად, ერთიანი და მაღალი სტანდარტით მიეწოდება.