LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას იწვევს ვიტამინების ნაკლებობა – ადრენალინი

19
vitaminebi

ვიტამინების ნაკლებობა გარეგნობაზე აისახება. კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობით შეიძლება იმის გარკვევა, თუ რომელი მინერალი და მიკროელემენტი აკლია ორგანიზმს. მსგავსი შემთხვევები უამრავი დაავადების წარმოქმნას უწყობს ხელს. ვიტამინების ნაკლებობისას კანი გამოშრობას იწყებს, ხშირად იქერცლება ჩნდება ჭრილობები და ნაპრალები, რომლებიც დიდხანს არ ხორცდება. ასევე წარმოიქმნება ნაადრევი ნაოჭები, კანი შედარებით უხეში ხდება მხრებზე, მუხლებსა და იდაყვებზე. ასეთ დროს მნიშვნელოვანია იმისი ცოდნა, თუ რომელი ვიტამინი აკლია კონკრეტულად ჩვენს ორგანიზმს.  როგორც ჩანს, ორგანიზმი A ვიტამინისა სერიოზულ დანაკლისს განიცდის. მისი დეფიციტი პირველ რიგში სწორედ კანის მდგომარეობაზე აისახება. ამიტომ, შეეცადეთ, რომ მენიუ A ვიტამინით გაამდიდროთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მცენარეული წარმოშობის პროდუქტში ის ბეტა-კაროტინის სახითაა, მისი ათვისებისთვის კი აუცილებელია ცხიმი. სწორედ ამიტომ სტაფილოს გამოყენება, რომელიც ბეტა-კაროტინის შემცველობით პირველ ადგილზე დგას, რეკომენდებულია არაჟანთან ან მცენარეულ ზეთთან ერთად.

აირჩიეთ აგრეთვე ნარინჯისფერ-წითელი შეფერილობის ხილი და ბოსტნეული. ჩართეთ რაციონში თევზი, კვერცხი და რძის პროდუქტები. კანის ნორმალური მდგომარეობისთვის ასევე აუცილებელია სხვა ვიტამინებიც. მაგალითად: ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი A და E ვიტამინი. ავიტამინოზის დროს ირღვევა თმის ნორმალური მდგომარეობაც. იგი ხდება უფერული და მტვრევადი, დავარცხნისა თმის დიდი რაოდენობა რჩება სავარცხელზე. აღნიშნული პრობლემა კი გვატყობინებს, რომ ორგანიზმს E ვიტამინი არ ყოფნის. რისი მიზეზიც, უფრო ხშირად დაუბალანსებელი კვებაა. აქვე შეგახსენებთ, რომ E ვიტამინს პროდუქტების ფართო ასორტიმენტი შეიცავს და საჭირო ოდენობის დაგროვება არც ისე რთულია.

თხილი, ნიგოზი, არარაფინირებული ზეთი, ხიზილალა, კვერცხი, ხორბალი. თმის ნორმალური მდგომარეობისთვის ასევე აუცილებელია, რომ ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის B ვიტამინი, ასკორბინის მჟავა, რკინა, ფოსფორი და სხვა მინერალები მიიღოს.

ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობა უარყოფით გავლენას ახდენს ფრჩხილის ნორმალურ მდგომარეობაზე. იგი ცუდად იზრდება, იყოფა ფენებად და ულამაზო ხდება. ამ შემთხვევაში ძნელია ერთი ვიტამინის გამოყოფა. ასეთ დროს ორგანიზმს ვიტამინების მთელი არმია აკლია.

პრობლემის დასაძლევად შეცვალეთ კვების რაციონი, უფრო ჯანსაღი გახადეთ და ყოველდღიურად 500 გრამ ხილსა და ბოსტნეულზე ნაკლები არ მიიღოთ. თუმცა, მედლის მეორე მხარესაც უნდა გავეცნოთ, რადგან ზოგიერთი ვიტამინისა და მინერალის ერთდროულად მიღება არ შეიძლება. ისინი აქტიურად იწყებენ ერთმანეთისთვის ხელის შეშლას. ასეთ ანტაგონისტებს მიეკუთვნება ასკორბინის მჟავა და თაფლი, რკინა და კალციუმი.

თუ დამოუკიდებლად განიზრახეთ სხვადასხვა ვიტამინური პრეპარატის შეთავსება, აუცილებელია კომპეტენტურ პროვიზორთან კონსულტაცია, რომ ორგანიზმში ვიტამინურ-მინერალური უთანხმოებები თავიდან ავიცილოთ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები