„ბიას“ ბიზნესკატალოგმა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული ფუნქციონირებადი კომპანიების სტატისტიკა მოგვაწოდა. როგორც “ბიზნესკურიერს” “ბიადან” აცნობეს, ონლაინ ბაზაში დღევანდელი მდგომარეობით, 28 000-მდე ფუნქციონირებადი კომპანიაა. როგორც “ბიას” წარმომადგენელმა ანა ამაშუკელმა გვითხრა, კომპანიების რეგიონალური განაწილებას რომ დავაკვირდეთ, ბოლო წლებია უცვლელია შემდგომი ტოპ სამი რეგიონი: თბილისი, აჭარა და იმერეთი.
“მათი განაწილება არაპროპორციულია და ორგანიზაციათა უმეტესი ნაწილი – 64% თავს იყრის თბილისში. თითქმის ყველა ჭრილში, რეგიონები არც ისე სახარბიელო ბაზარია მეწარმეებისთვის, თუ არ ჩავთვლით სპეციფიურ ბიზნესებს როგორიცაა თხილის მოყვნა”, – აცხადებს ამაშუკელი.
რაც შეეხება რეგიონებს, სადაც ყველაზე მცირე რაოდენობის მსხვილი კომპანიებია, ესენია: მცხეთა-მთიანეთი, სამცხე ჯავახეთ და გურია.
“ბიას” ცნობით, ერთადერთი რეგიონი, სადაც მსხვილი კომპანიები არ ფიქსირდება, რაჭა ლეჩხუმი – ქვემო სვანეთია.
“ძალიან მნიშვნელოვანია სახელწიფოს ჩართულობა და ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა ქვეყანაში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მასშტაბული პროექტი “აწარმოე საქართველოში”. 2015-2018 წლის მონაცემებით, მის ფარგლებში, მხარდაჭერილია 5 313 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 50 მილიონ ლარამდეა.