LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ირჩევენ ბიზნესკომპანიები აუთსორსს თანამშრომელთა დაქირავების ნაცვლად

7
OUTSOURCE2

ქართული ბიზნესის მხრიდან მისი საქმიანობის აუთსორსზე გატანა სულ უფრო აქტუალური ხდება. „ბიას“ ინფორმაციით, ამიტომაც კომპანიების რაოდენობა საკონსულტაციო მომსახურების დარგში ყოველდღიურად იზრდება.

ბიას მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, მიმდინარე პერიოდში აღნიშნულ დარგში 1570 ეკონომიკურად აქტიური იურიდიული პირი ფიქსირდება, რაც 18%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

როგორც „ბიას“ წარმომადგენელმა ანა ამაშუკელმა „ბიზნესკურიერს“ განუცხადა, ხშირად მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ თითოეულ განყოფილებაში პროფესიონალი კადრები დაიქირავონ. შესაბამისად, ამაშუკელის თქმით, ურჩევნიათ პასუხისმგებლობა გადააბარონ კომპანიას შესაბამისი მიმათულებით. სწორედ ამიტომ საკონსულტაციო მომსახურებებს შორის ყველაზე მოთხოვნადი სფეროებია:  ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული და მარკეტინგული მომსახურებები.

რაც შეეხება საკონსულტაციო დარგში არსებული კომპანიების ეკონომიკურ აქტივობას, „ბიას“ ინფორმაციით, მათი გადანაწილება ზომების მიხედვით შემდეგია: 87% მცირე ზომისაა, 11% -საშუალო, ხოლო კომპანიების 2% მსხვილ ბიზნესს წარმოადგენს. დასაქმებულთა რაოდენობა კი, კომპანიათა 80%-ში 10-მდეა, 17%-ში  -11-50-მდე თანამშრომელია, ხოლო 3%-ში -50-ზე მეტი.

„ბიაში“ ამბობენ, რომ საკონსულტაციო მომსახურების დარგზე მოთხოვნა, როგორც დარგის წარმომადგენელთა რაოდენობა, ყოველწლიურად იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები