LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ფორმირდება წარუმატებლობის განცდა და რა არის ამის მიზეზები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

76
სოფიო-ბაკურაძე

როგორ ფორმირდება წარუმატებლობის განცდა და რა არის ამის მიზეზები –  ამის შესახებ გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოკონსულტანტმა სოფიო ბაკურაძემ ისაუბრა.

როგორ ფორმირდება წარუმატებლობის განცდა?

თანამედროვე სამყაროში ადამიანების მთავარი საზრუნავი წარმატების მიღწევა გახდა, მაგრამ ამის მიუხედავად ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უგრძვნია შფოთვა და დარდი იმაზე რომ ცხოვრებაში, რაღაცას ვერ მიაღწია, რომელიმე სფეროში წარუმატებელია  ან არასაკმარისად წარმატებულია. ეს განსაკუთრებით მწვავდება მაშინ, თუ ვიწყებთ საკუთარი თავის და ცხოვრების შედარებას.  ძალიან ხშირად წარუმატებლობის განცდის მაპროვოცირებელი ხდება სოციალური ქსელებიც, საიდანაც სხვის ,,ლამაზ და გაპრანჭულ“ ცხოვრებას ვადევნებთ თვალყურს და შესაძლოა ამ ფონზე ჩვენი ყოფა ნაკლებად შთამბეჭდავი და კაშკაშა გვეჩვენება.

 წარუმატებლობის განცდა როგორც წესი დაგროვებითი ეფექტის მქონეა და ეს ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს მშობლებს და უფროსებს, როცა მომავალ თაობასთან ვკონტაქტობთ. არავინ იბადება წარუმატებლობის განცდით. პირიქით ბავშვობაში თითოეული ჩვენ ახალი სიტყვას, დაძლეულ სირთულეს, პირველ ნაბიჯებს უფროსები დიდი გამამხნევებელი ოვაციებით ხვდებიან. მერე კი რაც უფრო ვიზრდებით, მით მეტად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში კრიტიკა და შეფასება, ასევე შეჯიბრებათობა. რით ვერ დაასრულე. რა ვერ გაიგე, როგორ დავარდი, ისევ ვერ შეძელი, სხვას თუ გამოსდის შენ რატომ არ გამოგივიდა? მერე ხდება უკვე ამის მტკიცებით ფორმაში გადაყვანა. შენ ხომ ეს არ შეგიძლია შენ ხომ ამას ვერ აკეთებ და ა.შ.

წარუმატებელი ადამიანის ფსიქოლოგია ერთ დღეში არ ფორმირდება ის ნელ-ნელა გროვდება სხვადასხვაგვარი გამოცდილების მიღების შედეგად.

პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპიის პრიზმიდან თუ შევხედავთ  წარუმატებლობის განცდის ფორმირება  შეიძლება მიმდინარეობდეს  ოთხი გზით.

  1. პირველი ისაა თუ როგორ აღმიქვამენ მე მშობლები და და-ძმები,უახლოესი გარემოცვა. რანაირი ვარ მათ თვალში და რას ამბობენ ჩემზე.
  2. მეორე ესაა რას ვხედავ მე ჩემი მშობლებთან, როგორები არიან ისინი, როგორ მიაჩნიათ თავიანთი თავი.
  3. რას ვუყურებ მე ჩემ გარშემო არსებულ ადამიანებთან მიმართებაში, როგორები არიან ისინი.
  4. რწმენა წარმოდგენების მხრიდან როგორი წარმოდგენა მაქვს მე წარმატებაზე საზოგადოდ.

ადამიანს წარუმატებლობის განცდა ბევრნაირია, გამოვყოფდი:

  1. კატასტროფიზაციისკენ და გაზვიადებისკენ მიდრეკილება. ანუ რამდენად უარყოფითად აღვიქვამთ უარყოფითი მოვლენების როლს ჩვენს ცხოვრებაში.   როცა გვგონია რომ ვიღაცის გამო ან რაღაცის შეუძლებლობის გამო დავიღუპებით და ცხოვრება დასრულდება. სინამდვილეში კი ეს ასე არა, უბრალოდ პფთ ენაზე რომ ვთქვათ გვაკლია რწმენა, რწმენის უნარი და იმედის უნარი.
  2. ვალდებულებითი დამოკიდებულება, როცა გვგონია ყველა ვალდებულია რაღაცა გაგვიკეთოს ან ჩვენ ვართ ვალდებულები სხვების წინაშე და უნდას პრინციპით ვხელმძღვანელობთ. ეს არის ის შემთხვევა როცა არასწორად ვაგებთ ჩვენს კონტაქტებს არ გვაქვს ჯანსაღი დამოკიდებულება ვალდებულებებზე. არ გვაქვს პასუხისმგებლობის აღების უნარი და სურვილი საკუთარ ცხოვრებაზე. შესაძლოა ადამიანს ხშირად ესმოდა ასეთი ფრაზები, ,,უჩემოდ დაიკარგები, ,,ბატი ტასიკო ხარ“ უშენოდ მოვკვდები და ა.შ. ოღონდ როცა ამას მანიპულატორული სარჩული აქვს გამოკრული.

3.შემფასებლური დამოკიდებულება როცა შედარებას ვახდენთ სხვის ცხოვრებას და ჩვენ ცხოვრებას შორის. როცა მუდმივად სხვას ვედრებით. ვეჯიბრებით. ამას საკმაოდ წარმატებულად ახერხებენ მშობლები და სკოლა.

ეს არის ის ფაქტორები რომლებიც იწვევს უკვე ხასიათის თვისებების ისეთ კომპლექტაციას, სადაც ვხვდებით  სიზარმაცეს.

4.პერფექციონიზმი ასევე ცუდ სამსახურს გვიწევს. იმიტომ რომ თუ იდეალურად არ ვაკეთებთ ჯობია საერთოდ არ გავაკეთოთ.  ახლა ბევრს გაახსენდება ფრაზა: ან გააკეთე კარგად ან საერთოდ ნუ აკეთებ! ეს არის ძალიან საშიში შეგონება. იმიტომ რომ, ყველა წარმატებული ადამიანის ისტორიაში აღმოვაჩენთ რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ბევრი წარუმატებლობა ჰქონია, რომელსაც არ შეუშინდა და არ დანებდა.

არ შემიძლია არ ვახსენო ბატონი შალვა ამონაშვილი და მისი მეთოდები, რომელიც მოგვიწოდებს რომ შემოვიტანოთ მწვანე კალმის პრინციპი. ანუ მწვანედ შემოვხაზოთ ის რაც კარგად გამოგვდის!  იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი რომელსაც რამე არ გამოსდის კარგად და რაიმე არ ეხერხება. პფთ პრინციპიც სწორედ ისაა რომ ადამიანში აღმოვაჩინოთ რესურსი მივცეთ მას იმის გააზრება რომ ის დაბადებიდანვე წარუმატებელი კი არ იყო არამედ პირიქით ძალიან რესურსული და ბევრი სიკეთით დაჯილდოებული დაიბადა. უბრალოდ მის სიკეთეებს აღმოჩენა სჭირდება, წახალისება და ბიძგის მიცემა.

რა რჩევებს მივცემთ მსმენელს, როგორ მოერიონ წარუმატებლობის განცდას?

1.მორჩნენ გაზვიადებას და კატასტროფიზაციას.

  1. გაითავისონ, რომ არავინ არაა ვალდებული მათ წინაშე. კარგად გაიაზრონ ასევე თავიანთი როლი და ვალდებულების ხარისხი თუნდაც ოჯახის წევრებთან ურთიერთობაშიც. არ ვეწირებით მსხვერპლად და იგივეს არ მოვითხოვთ სხვისგანაც.
  2. მოეშვან შეფასებებს, ნურასდროს ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვას, ეს მხოლოდ შფოთვის მატების მიზეზი ხდება.
  3. იცხოვრეთ აქ და ახლას პრინციპით. ამაზე უკვე ძალიან ბევრჯერ ითქვა, მაგრამ ზოგისთვის ბუნდოვანი რჩება მისი არსი. ხშირად წარუმატებელ ადამიანებს სჩვევიათ გამუდმებით წარსულის მოგონებები და შორეულ მომავალზე ოცნება, არადა აწმყო სრულად იგნორირებული აქვთ. სინამდვილეში კი აწმყოა ყველაზე მნიშვნელოვანი. რა შემიძლია გავაკეთო მე დღეს, რა იქნება ის პირველი, თუნდაც ძალიან პატარა ნაბიჯი, რომელსაც მე გადავდგამ იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება უკეთესი გავხადო.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები