როგორ მივიღოთ თხელი, ნაზი სახის ფორმა - სილამაზის აკადემია

როგორ მივიღოთ თხელი, ნაზი სახის ფორმა – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ „ესთეტიკ სერვისის“ პლასტიკურმა ქირურგმა, ზურაბ კეკელიამ ისაუბრა.

რამდენად შეიძლება სახის ფორმის შეცვლა?

დღეს პლასტიკური ქირურგია საშუალება გვაძლევს, როგორც სახის, ასევე სხეულის მიდამაშო შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს და გარკვეულწილად ჩვენს თვითშეფასებაზე, თავდაჯერებულობაზე ცუდად მოქმედებს. სახის პლასტიკებიდან რა თქმა უნდა რინოპლასტიკა, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურააა. თუმცა საქართველოში ასევე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ბლეფაროპლასტიკაზე, ოტოპლასტიკაზე, ბიშექტომიაზე, წარბების აწევაზე…

რომელია დღეს სახის მიდამოში ყველაზე პოპულარულ პლასტიკური ოპერაცია?

ზურაბ კეკელია: რა თქმა უნდა რინოპლასტიკა, არა მხოლოს საქათველოში, ასევე ძალიან ბევრ ქვეყანაში. პირდად მე მიყვარს რინოპლასტიკა და ყოველთვის, ნებისმიერი ოპერაციის გაკეთებისას, აუცილებლად ვითვალისწინებ ძალიან ბევრ ნიუანს. მაგალითად რინოპლასტიკის შემთხვევაში, ვითვალისწინებ, როგორი სახის ნაკუთები აქვს ადამიანს, როგორი სხეულის აღნაგობა, კიდურები, როგორ ჩაჯდება და აღიქმება ნაოპერაციები ცხვირი, ქუთოთო, ყურები თუ სხეულის სხვა ადგილები, მთლიანობაში ანუ როგორ შედეგს გვაძლევს ერთობლიობაში.

რა შემთხვევაში ტარდება ბლეფაროპლასტიკა?

ბლეფაროპლასტიკა იგივე ქუთთოების პლასტიკა დღეს საკმაოდ მოთხოვნადი ოპერაციაა. კეთდება როგორც ზედა ასევე ქვედა ქუთუთოების ოპერაცია. ოპერაციის დროს ხდება  ზედმეტი, მოშვებული კანის,  კანქვეშ არსებული ცხიმოვან ქსოვილების, ქვედა ქუთუთოთ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ცხიმოვანი თიაქრების  მოშორება. ოპერაციის შემდეგ  თვალის ფორმა იცვლება, აღარ აქვს დაღლილი იერი, უფრო მეტად გამოიკვეთება და ადამიანი უფრო ახალგაზრდულ იერს იძენს. თითქოს 10-15 წლით ახალგაზრდავდება.

როგორია რეაბილიტაციის პერიოდი?

ზედა ქუთუთოს პლასტიკა ძირითადად ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება. ოპერაცია გრძელდება დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში. ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია შეშუპება, მცირე ზომის სისხლჩაქცევები, სილურჯე, რომელიც შეიძლება დარჩეს რამდენიმე კვირის განმავლობაში. რაც შეეხება ნაწიბურს, ზედა ქუთთოს შემთხვევაში ნაწიბურს ბუნებრივი ნაოჭი ფარავს. ქვედას შემთხვევაში კი განაკვეთი წამწამების ხაზის პარალელურად კეთდება და არ ჩანს. ხშირად არის როდესაც პაციენტს ბლეფაროპლასტიაკსთან ერთად ვუკეთებთ სახის დაჭიმვას, წარბების აწევს და რა თქმა უნდა შედეგი კიდევ უფრო მიმზიდველია. შეზღუდვას რაც შეეხება, არ არის სასურველი ფიზიკური დატვირთვა 1-2 თვის განმავლობაში, ასევე აუცილებელია ერთი თვის განმავლობაში მზის  სათვალის ტარება. ოპერაცია კეთდება 30 წლიდან, თუმცა შესაძლებელია უფრო ადრე ასაკშიც გაკეთდეს.

 რას მეტყვით ოტოპლასტიკაზე, იგივე ყურის პლასტიკაზე. რა ტიპის ყურზე კეთდება მსგავსი ოპერაციები?

ოტოპლასტიკა  იგივე ყურის პლასტიკა  – ეს არის ყურის  დეფექტების გამოსწორება ქირურგიული ჩარევით. ყურების ფორმასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი პრობლება ეგრეთ წოდებული  ”გამოწეული” ყურებია. გარდა გამოწეული ყურებისა, არსებობს სხვადასხვა ტიპის თანდაყოლილი დეფექტები, რომლის გამოსასწორებაც ასევე შესაძლებელია ოპერაციით. ასევე შესაძლებელია ბიბილოს ზომის და ფორმის კორექცია. ოპერაცია კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით. გამოწეული ყურის პლასტიკის შემთხვევაში, ნაწიბური ყურის უკან კეთდება და არ ჩანს.  ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია 12-13 წლიდან.

ბიშექტომია საკმაოდ მოთხოვნადი ოპერაციაა…

დიახ. ბიშექტომია იგივე ბიშეს ბალიშების ამოკვეთაა. ეს ბალიშების  ლოყის ქვეშ არის მოთავსებული, ცხიმოვანი ფენაა რომელიც ჯერ კიდევ მაშინ ვითარდება, როდესაც ბავშვი ძუძუთი იკვებება.  ბიშე რუხი ცხიმია, რომელიც არაკანქვეშა ცხიმის ფუნციას ასრულებს და ახასიათებს  მეტაბოლური აქტივობა. როდესაც ბავშვი ჩვილია, მას არ აქვს სახის კუნთები ჩამოყალიბებული. სახეზე არსებულ სისხლძარღვებს სჭირდება გათბობა, რომ შემდეგ მან გაათბოს ჩვილის სახე. სწორედ რუხი ცხიმის, ამ შემთხვევაში ბიშეს ბალიშების ხარჯზე თბება სისხძარღვები, შესაბამიად სახეც. ლოყის კუნთების ჩამოყალიბების შემდეგ, ზრდასრულ ასაკში ბიშეს დამატებით ფუნქციას აღარ გააჩნია, შესაბამისად შეიძლება მისი ამოკვეთა.

ბიშექტომია ბოლო 30-40 წელია საკმაოდ პოპულარულია, რადგან ხდება ხანმოკლე ჩარევა,  რისკები მინიმალურია, კეთდება ადგილობრივი ანესთაზიით, არ არის ძვირადღირებული ოპერაცია, სამაგიეროდ მიღებული შედეგით ყველა კმაყოფილია.  ბიშეს ბალიშების ამოკვეთის შემდეგ ყვრიმალები უფრო იკვეთება, ნიკაპის ზონა ვიწროვდება, ასე ვთქვათ ამოტრიალებული სამკუთხედის ფორმას ვიღებთ, რაც დღეს საკმაოდ მოდურია. სახე უფრო თხელი ხდება.  საბოლოო შედეგი მიიღწევა 4-5 თვეში და მას არანაირი კავშირი არ აქვს გასუქებასთან. ანუ ბიშეს ბალშები გასუქების შემთხვევაშიც აღარ ყალიბდება.