LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რამდენად შესაძლებელია კონსენსუსის მოძებნა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის – ,,რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად”

8
FORTUNA. GE (1)

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა ,,რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად“ რადიოსადგურ ,,ფორტუნას“ ეთერში – ყოველ პარასკევს, 19.00 საათზე თეონა ცხომელიძესთან ერთად.

ხვალ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ 17-ივე საარჩევნო ოლქში მეორე ტურის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატები მონაწილეობას არ მიიღებენ. ამასთან, ოპოზიცია მხარდამჭერებს მოუწოდებს ხმის მისაცემად არ მივიდნენ.
დღეს დილიდან ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები პარტიების ლიდერებს ინდივიდუალურად ხვდებოდნენ, პარალელურად ოპოზიციამ ხვალისთვის საპროტესტო აქცია დააანონსა.
მიმდინარე კვირაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ვიზიტი განახორციელა აშშ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რამდენად შესაძლებელია კონსენსუსის მოძებნა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის და რა გზავნილები მიიღეს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ ვიზიტისას

თეონა ცხომელიძესთან ერთად გადაცემის თემებზე იმსჯელებენ
• გიორგი ბოტკოველი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი
• ანზორ ბიწაძე, „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
• გიორგი ხელაშვილი – „ქართული ოცნება“
• ვასილ კაჭარავა – თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი

 

“ერთპარტიულ პარლამენტს აქვს მინუსი დემოკრატიის თვალსაზრისით, მაგრამ უზარმაზარი პლუსი ექნება საქმის კეთების თვალსაზრისით“ – გიორგი ხელაშვილი

10-ე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე 2 კვირა რჩება.  ამ დროისათვის საკანონდებლო საქმიანობაზე  ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს, რის გამოც შესაძლებელია ახალი პარლამენტის, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული იყოს. თუ ეს ასე მოხდება, მმართველ გუნდში თვლიან, რომ საქმიანობაში ხელი არ შეეშლებათ, პირიქით პოლიტიკური დებატებისათვის ნაკლები დრო დაიხარჯება. თემაზე რადიო “ფორტუნას ეთერში, გადაცემა “რეალურ დროში” ქართლი ოცნების” ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ხელაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით ერთპარტიული  პარლამენტი არ არის დემოკრატიის  ყველაზე კარგი გამოვლინება, თუმცა აქვს პლიუსებიც.

 “სამწუხაროდ საქართველში ძირითადი ყურადღება ეთმობა ხოლმე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ძალიან ხშირად უსაგნო დაპირისპირებას. ამიტომ ეს ორლესური მახვილია, ამ ერთპარტიულ პარლამენტს, როგორც თქვენ უწოდებთ აქვს მინუსი დემოკრატიის თვალსაზრისით, მაგრამ უზარმაზარი პლუსი ექნება საქმის კეთების თვალსაზრისით და კანონშემოქმედების თვალსაზრისით. როდესაც უსაგნო დებატების ნაცვლად მმართველი ძალა ორიენტირებული იქნება კანონშემოქმედებაზე, აღმასრულებელი ხელისუფლების გაკონტროლებაზე და რეფორმებზე.” –  განაცხადა ხელაშვილმა.

“ქართული ოცნების” წევრის განმარტებით,  კონსტიტუციით მმართველ ძალას შეუძლია, რომ პარლამენტის წევრებს უფლებამოსილების შეჩერებაზე უარი  უთხრას და პარლამენტი ერთპარტიული ფორმალურად არ იქნება.

“ფორმალურად შესაძლებელია, რომ ის ძალები, რომლებიც თავიდანვე  მზადყოფნას აცხადებდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე, დარჩებიან პოლიტიკურ სუბიექტებად პარლამენტში და გააგრძელებენ ფორმალურად მუშაობას ბოიკოტის რეჟიმში, მათ ეს უნდა თუ არა. ფორმალურად პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება, მაგრამ წამყვანი ძალა იქნება ქართული ოცნება. ” – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

“იყო მცდელობა კონკრეტულ არჩეულ პარლამენტის წევრებთან შემდგარიყო მოლაპარაკება”- ანზორ ბიწაძე

 

 

“ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდება დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები” – გიორგი ბოტკოველი

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მიზანს მიაღწევს.

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრი გიორგი ბოტკოველის თქმით, აქციებით და ხელისუფლებაზე ზეწოლით ქვეყანაში ხელახალი არჩევნები მაინც ჩატარდება.

“ერთპარტიულ პარლამენტს აქვს მინუსი დემოკრატიის თვალსაზრისით, მაგრამ უზარმაზარი პლუსი ექნება საქმის კეთების თვალსაზრისით“ –  გიორგი ხელაშვილი

„ეს არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური და “ქართულ ოცნებას” მარტო მოუწევს შესვლა პარლამენტში. ოპოზიციის არც ერთი წევრი არ იქნება წარმოდგენილი. დღეს მთავარია ორი რამ: ოპოზიციის ერთიანობა და ხალხის პროტესტი და ორივე არსებობს ამ ქვეყანაში.

ჩვენი საერთაშორსიო მხარდამჭერების და პარტინიორების პოზიცია გავითვალისწინეთ და ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში, მაგრამ აქციები და პროტსტი გაგრძელდება.“-განაცხადა გიორგი ბოტკოველმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა რეალურ დროში.

“იყო მცდელობა კონკრეტულ არჩეულ პარლამენტის წევრებთან შემდგარიყო მოლაპარაკება”- ანზორ ბიწაძე

 

 

„საქართველოში ამერიკის ინფრასტრუქტურის განთავსება სავარაუდოდ, განხილვის თემა იყო მაიკ პომპეოსთან“ – ვასილ კაჭარავა

რა გადაწყვეტილებები მიიღეს მაიკ პომპეომ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა – სავარაუდო თემებზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში ექსპერტმა ვასილ კაჭარავამ ისაუბრა.

ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს, რომ რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის შექმნის შემდეგ, სავარაუდოა რომ ამერიკამ საქართველოს  სამხედრო მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გააძლიეროს.

„ქართული პოლიტიკური ისტებლისმენტი საკმაოდ სიტყვაძუნწი იყო, ისევე როგორც პომპეო, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ თქვა,რომ საქართველო მიესალმება ამერიკის როლის გაძლიერებას საქართველოში უსაფრთხოების გაძლიერების ასპექტებში. რა თქმა უნდა,ეს შემთხვევით არ იქნებოდა ნათქვამი და ამერიკელებთანაც იქნებოდა გავლილი. ასე რომ, რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ, არ ვიცი ეს ბაზა იქნება თუ არსებული სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერება.

ჯერ-ჯერობით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას საფრანგეთი და გერმანია ამუხრუჭებს, ამერიკა კი ამ საკითხს ლობირებს“ –  განაცხადა ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა ვასილ კაჭარავამ გადაცემა „რეალურ დროში.“

 

პომპეოს ვიზიტი საქართველოში და უცხოური მედიის გამოხმაურება

 

 

“იყო მცდელობა კონკრეტულ არჩეულ პარლამენტის წევრებთან შემდგარიყო მოლაპარაკება”- ანზორ ბიწაძე

პარტია “ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლების მხრიდან, ცალკეულ დეპუტატებთან მოლაპარაკების მცდელობაზე საუბრობს. მიზანი პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ცალკეული წევრების შეყვანაა, თუმცა ბიწაძის თქმით “ქართულ ოცნებას” არავინ გაურიგდა.

“იყო მცდელობა კონკრეტულ არჩეულ პარლამენტის წევრებთნ შემდგარიყო მოლაპარაკება. სადაც ივანიშვილია, იქ რა თქმა უნდა დიდ თანხებზეა ლაპარაკი, იყო მაზეც საუბარი, მაგრამ ამაზე მიიღეს უარი. ივანიშვილმა საქმე ძალიან არასწორად დააყენა – ან მე ყველას განადგურებთ, ან მე ვინც მომყვებით ხართ ჩემი პოლიტიკური ყმები. ამაზე ადამიანები, რომლებიც ოპოზიციაში არიან ამბობენ უარს“- განაცხადა “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა რეალურ დროში.

ანზორ ბიწაძემ ისაუბრა მოლაპარაკებების მესამე რაუდნზეც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. მისი თქმით ოპოზიციის მოლოდინია, რომ საბოლოოდ ხელისუფლება ამ პროცესში რიგგარეშე არჩევნებს ან ხელახალ არჩევნებს დანიშნავს. ამისათვის ოპოზიცია, მისივე თქმით, პოლიტიკურ და სამართლებრივ ზეწოლას მოახდენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები