LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიკვებოთ სწორად სახლში ყოფნის პერიოდში – სილამაზის აკადემია

13
mari-mirolavanewsss

როგორ ვიკვებოთ სწორად სახლში ყოფნის პერიოდში და როგორ  მოვუაროთ ხელებს, როდესაც გვიწევს ანტისეპტიკური ხსნარების ხშირი გამოყენება – ამ თემაზე გადაცემაში “სილამაზის აკადემია”ექიმმა მარი მილორავამ ისაუბრა.

რა ძირითადი პრინციპები უნდა დავიცვათ ამ პერიოდში კვებაში?

მოხდა ისე, რომ აღმოვჩნდით სახლში დიდი ხნით პროდუქტების დიდი მარაგით, ამიტომ დიდი გამოცდა ელის ჩვენს ჯანმრთელობას. ახლა უნდა ვიკვებოთ სწორად ჩვეულებრივი საკვები პროდუქტებით. ვისწავლოთ მათი გემრიელად და სწორად მომზადება, რომ ვიტამინურ–მინერალური ბალანსიც აღვიდგინოთ. გაითვალისწინეთ:

1.ძალიან შორს დადეთ სასუსნავები, კარაქი, შაქარი, ცომი.

2.მოამზადეთ ახალ-ახალი საკვები ყოველდღიურად, რომ იყოს მრავალფეროვნება და მაქსიმალური სარგებლიანობაც.

3.აუცილებლად მიირთვათ 4–5 ჯერ დღეში და პორციები თვითონ დაპატარავდება.

4. და ასევე მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა ინდივიდუალურად მიიღოს მხედველობაში თავისი შინაგანი ორგანოებისა და ენდოკრინული დაავადებები. არ ჩართოს კვებაში ის პროდუქტები, რომლებიც მისთვის მისაღები არაა.

5.დალიეთ ბევრი წყალი. თუ ონკანისაა, ჩაასხათ ჭურჭელში, რომ გაუვიდეს ქლორი და დალიეთ მხოლოდ ოთახის ტემპერატურის.

6. სასურველია ოჯახში შემოიტანოთ ჩაის სმის კულტურა. ამით საჭირო ბალახეულსაც მიიღებთ და დეტოქსიც გარანტირებული გექნებათ. ამ მიზნით კარგია მწვანე ჩაი, კოჭა, კურკუმა, მოცვის ფოთლები ჩაი. გირჩევთ 1–2-ჯერ დღეში მოაყაროთ ჩაის ან ყავას დარიჩინი, ის აგემრიელებს მას და აქვეითებს მადას.

კონკრეტულად როგორ შევადგინოთ დღის რაციონი? 

საუზმეზე – კარგია სასარგებლო ნახშირწყლები, განსაკუთრებით მეორე ჯგუფის სისხლისთვის. ისინი გვაძლევენ ენერგიას დიდი ხნით. ესაა შვრიის ფანტელი, წიწიბურა, ფეტვი. ასევე შეიძლება ცილა (ძალიან საჭიროა პირველი ჯგუფის სისხლისთვის). ესაა ხაჭო, მაწონი, კვერცხი, ჩია. ვისაც აქვს ინსულინის პრობლემა, ვურჩევ უგლუტენო ბურღულეულს – ესაა წიწიბურა, ფეტვი და კინოა.

სამხარზე – მიირთვით ხილი. ამ თვეში მაქსიმალური სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს ვაშლმა, ანანასმა და კივიმ. გირჩევთ ხილი, განსაკუთრებით ვაშლი, დაჭრათ პატარა თხელ ნაჭრებად (20–25 ნაჭერი). ასე მიირთმევთ დიდხანს, უფრო დანაყრდებით და ნაწლავების პერისტალტიკასაც აღადგენთ.
ვისაც უჭირს გამოფხიზლება და არა აქვს ჰორმონალური პრობლემა, შეუძლია სამხარზე მიირთვას 1 ს.კ. თაფლში ჩაყრილი 4–5 ნიგვზის ლებანი.

სადილზე – მიირთვით წვნიანი(ბროკოლი, გოგრა, მჟაუნა, ბორში, ლობიო, ოსპი, სოკო…)მწვანილი წვნიანს სასურველია მოაყაროთ თეფშზე, რომ იყოს ნედლი და მაქსიმალურად მიიღოთ ვიტამინები.
ასევე, კარგია სადილზე სალათი რაიმე გარნირით. კარტოფილი გარნირად შეგიძლიათ მიირთვათ კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ და მხოლოდ მოხარშული. სალათების დიდი მრავალფეროვნებაა საქართველოში, სასურველია მარილის ნაცვლად სალათს მოასხათ ლიმონის წვენი და არარაფინირებული ზეთი, ასევე გირჩევთ ავოკადოს.

ვახშმამდე 1 საათით ადრე შეგიძლია მიირთვათ 1 ვაშლი ან მაწონი. ვახშამი სასურველია იყოს ცილის შემცველი, რადგან კარგად ანაყრებს: ესაა ხორცი, თევზი. ადრეულ გაზაფხულზე ძალიან კარგია სუბპროდუქტები – ღვიძლი, თირკმელი, გული. რაც შეეხება კვერცხს, ჯობია საღამოს არ მიირთვათ.
ასევე, მარხვაში აუცილებელია მცენარეული ცილები – სოკო, მუხუდო, ოსპი, კინოა, ნუტი (რისგანაც ამზადებენ ჰუმუსს). საკვები უნდა მომზადდეს უცხიმოდ და მერე მოესხას ცხიმი.

კარგი იქნება, თუ კვების პროცესი დღის განმავლობაში (პირველი კვებიდან ბოლო კვებამდე) არ იქნება 8 საათზე მეტი. სვით სითხე შუალედებში. ზოგჯერ ჩვენ გვგონია, რომ გვშია და ამ დროს ჩვენს ორგანიზმს უბრალოდ სითხე აკლია.
დილით საუზმემდე უნდა დალიოთ 2 ჭიქა წყალი, რათა აამოძრაოთ ღამით მოდუნებული ლიმფოდრენაჟი და ააჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა.

რაც შეეხება ხელებს, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების შემდეგ ძალიან შრება ხელის კანი, სახლის პირობებში როგორ მოვუაროთ?

ხელის კანს ძალიან ცოტა ცხიმოვანი ჯირყვალი აქვს და ამ პირობებში მართლაც ძალიან შრება. სახლის პირობებში ხელის მოსავლელად შეგვიძლია წარმატებით გამოიყენოთ ის საკვები პროდუქტები, რომლებიც ყველას აქვს  სახლში, ესაა: კარტოფილი, ჰერკულესი და ლობიო, რომლებსაც აქვთ ძლიერი დამატენიანებელი და აღმდგენი თვისება.
შემოგთავაზებთ რეცეპტებს:

1.ხელის ლოსიონი – ჩავაწყოთ ხელები კარტოფილის ნახარში თუნდაც 5 წუთით, თან დაიმასაჟეთ. შეგიძლიათ სულ ცოტა რძეც ჩაამატოთ, ან მოაყაროთ ცოტა დარიჩინი, რომელსაც აქვს ანტისეპტიკური თვისება და ამავე დროს აღადგენს კანის უჯრედს.
2.ხელის სქრაბი – ჰერკულესს (შვრიის ფანტელს) დაასხით ცოტა ცხელი წყალი (რომ უბრალოდ დარბილდეს და არ გაწყალდეს). დაამატეთ კვერცხის გული ან რამდენიმე წვეთი ზეთი. წაისვით ხელზე, ჩამოივვით რეზინის ხელთათმანები და გაიჩერეთ 20 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ. თუ გსურთ პროცედირამ მალე ჩაიაროს, დამბალ ჰერკულესს დაამატეთ ზღვის მარილი, შეიძილეთ ხელებზე 2–3 წუთი და ჩამოიბანეთ.
3. ხელის ნიღაბი – მოხარშეთ თეთრი ლობიო (ან წინასაღამოს ჩაალბეთ და შემდეგ დააბლენდერეთ), დასრისეთ, ჩავამატოთ თანაბარი რაოდენობის (1 ს.კ.) ლიმონის წვენი და ზეთი, წაიისვათ ხელებზე და ჩაიცვით დიდი ზომის ხელთათმანები 20–30 წთ–ით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით საცხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები