LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ სეზონზე და რა სიხშირით უნდა გავიკეთოთ პილინგი – სილამაზის აკადემია

20
natarevazishvili2021

გადაცემის ლაივი LIVE

რომელ სეზონზე და რა სიხშირით უნდა გავიკეთოთ პილინგი – ამ თემაზე გადაცემაში “სილამაზის აკადემია” ექიმმა-კოსმეტოლოგმა ნატა რევაზიშვილმა ისაუბრა.

რა არის პილინგი?

პილინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტოლოგიური პროცედურაა. პილინგი ანუ ექსფოლიაცია, კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილებას გულისხმობს, რომელიც კანის გარეგნული იერის გაუმჯობესებას ისახავს მოზნად. რეგენერაციის ბუნებრივი პროცესის შემდეგ, დაზიანებული კანის ნაცვლად ჯანმრთელ და ახალგაზრდა კანს ვიღებთ. ის აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, კანი ხდება გლუვი და ნაზი, ერთგვაროვანი ფერით. ასევე, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას და გამოიყენება პოსტ აკნეს, ლაქებისა და ნაწიბურების გასაქრობად. პილინგი კარგად მუშაობს წვრილი ნაოჭების პროფილაქტიკისათვის, რადგან ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, რის შედეგადაც კანი ხდება ელასტიური და მკვრივი.

რა სახის პილინგი არსებობს?

პილინგი აუცილებლად უნდა ჩატარდეს კოსმეტოლოგიურ კაბინეტში. პილინგის სახეებია: ქიმიური და ბუნებრივი, ზედაპირული და ღრმა. მოდით ვისაუბროთ ზედაპირულ და შუალედურ პილინგებზე.

ზედაპირული პილინგებია: გლიკოლის მჟავა, რძემჟავა, ნუშის მჟავა, სალიცილის მჟავა. ზედაპირული პილინგის ჩატარების ჩვენებებია: აკნე, სებორეა, ჰიპერპიგმენტაცია, კერატოზი, კანის დაბერება.

შუალედური პილინგის ჩატარების ჩვენებებია: კანის ასაკობრივი ცვლილება, პიგმენტაცია და ნაწიბურები.

ზედაპირული პილინგის დროს, დაზიანება რქოვანას შრის ფარგლებშია, ხოლო შუალედურის დროს უკვე ეპიდერმისშია და ბაზალურ მემბრანასაც მოიცავს.

რა არის ზედაპირული პილინგის უპირატესობა?

ზედაპირული პილინგების უპირატესობაა ნაკლებ ტრამვულობა და კომფორტულობა, რეაბილიტაციის მინიმალური ვადა, მაღალი ეფექტურობა და მრავლობითი ესთეტიკური პრობლემების კორექცია.

წელიწადის რომელ დროს არის სასურველი პილინგის გაკეთება?

პილინგის პროცედურის დაგეგმვა უმჯობესია შემოდგომით, ზამთარში და ადრეულ გაზაფხულზე, დაახლოებით მარტის შუა რიცხებამდე. ზედაპირული პილინგებს შორის ინტერვალია 10 დღიდან 2 კვირამდეა. რაც ეხება ასაკობრივ ზღვარს, პილინგის ჩატარება შესაძლებელია 18 წლიდან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები