LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამედიცინო სპირტის მოხმარების წესები

62
სპირტი

სპირტი სხვა და სხვა სახის არსებობს. მედიცინაში 96%-იანი და 70%-იანი ეთილის სპირტი გამოიყენება. მას სამედიცინო სპირტს უწოდებენ, რომლის ჩანაცვლება არყითაც შეიძლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკური სპირტის სამკურნალოდ გამოყენება ნამდვილად არ შეიძლება, თუნდაც გარეგანი გამოყენებისას, რადგან შესაძლოა კანის სერიოზული დამწვრობა გამოიწვიოს, შიგნით მიღების შემთხვევაში კი მოწამვლა. რაც შეეხება სამედიცინო სპირტის სასარგებლო თვისებებს – პირველი ეს გახლავთ ინფექციების განადგურება. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი თვისება – კანის თრიმვლაა. თუ შემთხვევით თითი გაიჭერით აფთიაქში გაქცევა საჭირო არაა, დაზიანებული ადგილი სპირტით ან არყით შეგიძლიათ დაიმუშაოთ. ხშირად პირის გაპარსვის ან წარბების კორექციის დროს კანზე თვალით უხილავი მიკროტრავმები ჩნდება. გირჩევთ, ამ პროცედურების შემდეგ კანი 70%-იანი სპირტით დაიმუშაოთ.

სპირტის გარეშე ვერც ფურუნკულებისა და ვერც თითის ჩირქოვანი ანთებების დროს გავალთ ფონს. თუ პირველი ორი დღის განმავლობაში არყის ან 96%-აიანი სპირტის კომპრესს გაიკეთებთ, იარა მოშუშდება და ჩირქოვან ნადებს აღარ გაიკეთებს. თუ ჩირქოვანი ნადები უკვე ჩამოყალიბდა, კარგია 40%-იან სპირტში დასველებული დოლბანდი. წითელი ქარის დროს მალამოები რეკომენდებული არაა. კანი 70%-იანი სპირტით უნდა დამუშავდეს, რათა ანთებითი პროცესი არ გაღრმავდეს. ყურის ტკივილის დროს კი სასარგებლოა 96%-იანი სპირტის განზავებული ხსნარის ჩაწვეთება. თუ აღნიშნულ პროცედურას ყურის ატკივებისთანავე ჩაიტარებთ, ჩირქოვანი ოტიტის განვითარებას თავიდან აიცილებთ.

სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ სპირტი სიცხის დამწევი საუკეთესო საშუალებაა. მისი განზავებული ხსნარით პაციენტს ზურგი და მკერდის მიდამო კარგად დაუზილეთ, ოღონდ საბანი არ დააფაროთ. ხსნარი სწრაფად აორთქლდება და კანისა და მთლიანად ორგანიზმის საერთო ტემპერატურა დაიწევს. დამწვრობის დროს კანი მაშინვე სპირტით უნდა დამუშავდეს, რადგან სპირტი როგორც უკვე მოგახსენეთ სწრაფად აორთქლდება და კანის ზედაპირის გაგრილებას ახდენს, ამცირებს ტკივილს და რაც მთავარია დამწვრობისათვის დამახასიათებელი ბუშტუკები აღარ წარმოიქმნება. სპირტს კიდევ ერთი ანტიშოკური თვისება გააჩნია – ის ორგანიზმზე როგორც ნარკოზი ისე მოქმედებს. ტრავმის დროს, როდესაც ხელთ არანაირი ტკივილგამაყუჩებელი არ გაქვთ, დახმარებას ნახევარი ჭიქა განზავებული სპირტი გაგიწევთ. აქვე გასათვალისწინებელია ისიც რომ სამკურნალო ბალახების სპირტ-ხსნარი გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ამავე ბალახების ნაყენები და ნახარშები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები