LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველი გავლენის ფონდი „აქციო“ დაფუძნდა – რა არის გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება და როგორია ფონდის მიზნები / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

57
აქციოს

საქართველოში პირველი გავლენის ფონდი „აქციო“ სულ რამდენიმე თვის წინ  დაფუძნდა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, ევროკავშირისა და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის (EVPA) მხარდაჭერით.

„აქციოს“ მიზანია სოციალური ეკონომიკის განვითარება საქართველოში სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის გზით. ამისთვის ფონდი, გავლენის ინვესტორებთან ერთად, ქმნის სივრცეს, რომელიც მოქმედ სოციალურ საწარმოებს ბიზნესისა და გავლენის მასშტაბის ზრდის შესაძლებლობას აძლევს. „აქციო“ – ეს არის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებული პირისთვის, „აქციოს“ ინვესტიცია გავლენად.

ფონდი ღიაა როგორც ინდივიდუალურ ინვესტორებთან, ისე კერძო კომპანიებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

რა არის გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება, როგორია ფონდის მიზნებია? რატომ გაჩნდა მისი დაფუძნების საჭიროება და განვითარების პერსპექტივები.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად  გავლენის ფონდ „აქციოს“ მენეჯერი ქრისტინე კანდელაკი საუბრობს.

 

– ქრისტინე, რა ტიპის ფონდია „აქციოს“ და რა ტიპის თანამშრომლობაზე მუშაობთ?

– „აქციოს“ არის ე.წ. გავლენის ფონდი, რომლის მიზანია, მოქმედი სოციალური საწარმოების მხარდაჭერა.

მუშაობს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების პრინციპებით.

რომ განვმარტოთ – გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება, გულისხმობს ისეთი ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას, რომელთა მიზანია ერთის მხრივ დადებითი სოციალური  და გარემოს დაცვითი ცვლილებების შექმნა, მეორეს მხრივ გარკვეული ფინანსური მოგების მიღება. სფერო საკმაოდ მრავალმხრივია და ორგანიზაციები, რომლებიც   ამ მიმართულებით მუშაობენ, შეიძლება სხვადასხვა მიდგომები ჰქონდეთ.

მიდგომები ევროპელი პარტნიორებისგან გავიზიარეთ.

„აქციო“ დაფუძნდა 2022 წლის ივნისში ევროკავშირის ხელშეწყობით, ჩვენ მხარს ვუჭერთ მდგრადი ბიზნესმოდელის მქონე სოციალურ საწარმოებს, რომლებიც მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების მიმართულებით და კულტურული მიმართულების დაცვისა და განვითარებისათვის მუშაობენ.

გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიცია გულისხმობს, რომ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად ჩვენ სოციალურ საწარმოებს ვთავაზობთ, ტექნიკურ, ანუ ორგანიზაციურ მხარდაჭერას.

ჩვენი მიდგომაა, რომ სოციალურ საწარმოებთან გვქონდეს არამარტო მოკლევადიანი თანამშრომლობა.  ისინი ჩვენს პორტფელში ხუთწლიანი ვადით დარჩებიან.

თქვენ იკითხეთ, რატომ გაჩნდა საჭიროება ასეთი ფორმის ფონდის შექმნის.

შემიძლია გიპასუხოთ, რომ ზოგადად საქართველოში მაღალ საფეხურზე მდგომი სოციალური საწარმოებისთვის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ინვესტიციებზე ხელმისაწვდომობა, ან თუნდაც ბანკისგან სესხის აღების შესაძლებლობები, ძალიან მცირეა.

უფრო მეტი ხელშეწყობა აქვთ დამწყებ სტარტაპ სოციალურ საწარმოებს. მერე, უფრო დიდი თანხების მოძიება რთული ხდება.

„აქციოს“ სოციალური საწარმო სთავაზობს უფრო მეტი თანხის ინვესტიციას, 50 ათასამდე ინვესტიციას, როგორც გრანტის სახით, ისე  0 %-იანი სესხის სახით და ეს იქნება საჭიროებებზე მორგებული დაფინანსება.

– კერძო კომპანიებს რით აინტერესებთ? რას სთავაზობთ, რომ ისინი ჩაერთონ ამ ფონდის მუშაობაში.

– ჩვენ უკვე გვყავს პირველი გავლენის ინვესტორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC , ასევე კერძო ინვესტორი ნიკოლოზ ალავიძე და გავლენის პარტნიორი ლადო საყვარელიძე.

ყველას ინტერესი, განსაკუთრებით კომპანიების შემთხვევაში არის დადებითი სოციალური საწარმოს შექმნაში მონაწილეობა.

ჩვენ რეალურად შევქმენით ისეთი მექანიზმი, რომელიც კომპანიებს თუ ადამიანებს, ეხმარება, რომ მარტივად შექმნას მდგრადი და გრძელვადიანი გავლენა და მათი გავლენა იყოს უფრო ფართო და არა ერთჯერადი.

არსებობს გავლენის ფონდები, რომლებიც თავიანთ ინვესტორებს გარკვეულ ფინანსურ უკუგებასაც სთავაზობენ.

ჩვენი ფონდი ჯერჯერობით ფინანსურ უკუგებას ინვესტორებს არ სთავაზობს. რეალურად ეს არის სოციალური გავლენის უკუგება, რაც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ.

თუმცა ჩვენი ხედვაა, რომ საქართველოში ჩვენი მსგავსი ბევრი გავლენის ფონდი იქნება, რომლებიც სხვადასხვა პრინციპებით იმუშავებენ და მომავალში ინვესტორებს შეიძლება ჩვენც შევთავაზოთ ფინანსური უკუგება.

საბოლოო ჯამში ჩვენი პირველადი მიზანი ინვესტორებთან დაკავშირებით  არის, რომ გავხადოთ უფრო ცნობადი, უფრო ხილვადი,  დავანახოთ რა პერსპექტივები არსებობს   საერთაშორისო დონეზე.

მე მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ, დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო განვითარდებით და მეტი კომპანია ჩაერთვება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC ერთ-ერთი პირველი გავლენის ინვესტორია, რომელიც აქციოს მხარდამჭერი დაფუძნებიდანვე გახდა. რა შესაძლებლობებს ხედავს ბიზნესი  საქართველოში მსგავსი ფონდების დაარსებით, როგორია ბიზნესის როლი სოციალური საწარმოების მხარდაჭერაში და რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესის ჩართულობას მდგრადი სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევაში?

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ეთო ჩაჩიბაია – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ემბისის (MBC) ოპერაციების დირექტორი, ფონდის პირველი გავლენის ინსვესტორი საუბრობს.

 

– ქრისტისთან ერთად უკვე ვისაუბრეთ „აქციოს“ მიზნებზე და ზოგადად ფონდზე. საინტერესოა, თქვენი მხრიდან რატომ გადაწყვიტეთ, მსგავს ფონდში ჩართვა და რა ბენეფიტების მიღებას ელოდება კერძო ბიზნესი მსგავსი ფონდებისგან.

– მსოფლიო მასშტაბით მსგავსი ფონდები არაერთი წელია, წარმატებით ფუნქციონირებენ. ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში წელს პირველად დაფუძნდა გავლენაზე ორიენტირებული ფონდი. დარწმუნებული ვარ „აქციო“ თანდათანობით კიდევ უფრო განვითარდება. შეიძენს ახალ პარტნიორებს ინვესტორების სახით.

დღეს საქართველო, ისევე როგორც სხვა ქვეყნები უამრავი გამოწვევის წინაშე დგას.

მაგალითად გარემოს დაბინძურება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა,  არათანაბარი შესაძლებლობები. გენდერული უთანასწორობა და ა.შ.

გამოწვევები, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ რომელიმე მხარეს არ ეხება.  ყველას გვეხება და შესაბამისად ჩვენს ყველას გვაქვს სხვადასხვა მასშტაბის ზეგავლენა გარემოზე, თუ ადამიანებზე.

„ემბისი“, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი, იაზრებს აღნიშნული ზეგავლენების მნიშვნელობას და შესაბამისად ვცდილობთ, სწორად ვმართოთ და ვეცადოთ გავზარდოთ დადებითი ზეგავლენები.

ამიტომ, როდესაც ბიზნესის მოტივაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია, ვთქვა, რომ გავლენის ფონდი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რომ გაზარდოს დადებითი ზეგავლენები, რომელიც მდგრადობაზე და გრძდელვადიანობაზე იქნება ორიენტირებული.

– მოდელი ავხსნათ, ანუ კერძო კომპანიები გავლენის ფონდში რიცხავენ გარკვეულ თანხას. დავარქვათ მას შემოწირულობა, საიდანაც დიდ ფინანსურ მოგებას არ ელოდებიან და ესაა მათი მთავარი ინტერესი, რომ დადებითი გავლენა მოხდეს იმ საკითხებზე, რომელიც მტკივნეულია საზოგადოებისთვის.

– შეიძლება მთლიანად სექტორის სახელითაც ვისაუბროთ და ჩვენი კომპანიის სახელითაც ვისაუბროთ, რა გახდა ჩვენი მოტივაცია, რომ გავლენის ფონდის პირველი ინვესტორი გავმხდარიყავით.

ეს ნაბიჯი არის ჩვენთვის საინტერესო შესაძლებლობა და აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენი კორპორაციული გადაწყვეტილების სტრატეგიიდანაც გამომდინარეობს.

ჩვენ უკვე რამდენიმე წელიწადია,  სხვადასხვა ფორმით ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ სოციალურ საწარმოებს. ეს მოიცავდა კონსულტაციებს, ტრენინგებს, ჩვენს კომპანიაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას.

ფონდში ინვესტირება საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა და ორიენტირებული ვიყოთ გრძელვადიან, კომპლექსურ მხარდაჭერაზე. როგორც ფინანსურზე, ასევე არაფინანსურზე. აქვე, ფონდთან ერთად მინდა აღვნიშნო  კიდევ ერთი საკითხი, მომავალი წლიდან ვგეგმავთ სოციალურ საწარმოებს ფინანსურ რესურსებზე წვდომის მეტ შესაძლებლობა, კერძოდ ვგეგმავთ სოციალური საწარმოებისთვის დავნერგოთ ახალი სასესხო პროდუქტი, რომელიც მათ სპეციფიკაზე იქნება მორგებული და ორიენტირებული.

გამოდის, რომ სამი მიმართულებით ვიმუშავებთ. სოციალური საწარმოების განვითარება, ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

აქედან გამომდინარე, სამ მიმართულებას გამოვყოფ.

ერთი არის ფონდში ინვესტირება.

სასესხო პროგრამების დანერგვა და შეთავაზება სოციალური საწარმოებისთვის.

გავაგრძელებთ განათლების ნაწილს,  რომელიც კონკრეტული სოციალური საწარმოებისთვის არის მნიშვნელოვანი და დიდი იმედი გვაქვს, სოციალური საწარმოების განვითარებაში ჩვენს წვლილს შევიტანთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g