LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროების ბიზნესი და აუთვისებელი რეგიონები – რას ამბობს სტატისტიკა

18
hotel

„ბიას“ ბიზნესკატალოგის ინფორმაციით, საქართველოში ტურიზმის დარგი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია. ამ მიმართულებით კი განთავსების ობიექტების სფერო გამოირჩევა. კომპანიიდან გვაცნობეს, რომ მათ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით აქტიური განთავსების საშუალებების ოდენობა 19%-ით გაიზარდა, რაც „ბიას“ შეფასებით, დადებითი ფაქტია.

კომპანიის ინფორმაციის დამუშავების სპეციალისტი ანა ამაშუკელი „ბიზნესკურიერთან“ საუბარში აცხადებს, რომ განთავსების ობიექტებიდან სასტუმროებს დღეს ყველაზე დიდი წილი უკავია. მისი თქმით, მთლიანად განთავსების ობიექტებიდან 73%-სასტუმროებზე, 24%-საოჯახო სასტუმრო სახლებზე, ჰოსტელებზე კი 3% მოდის. „ის, რომ სასტუმროების წილი რაოდენობრივად უფრი დიდია ეს გარკვეულწილად კარგია, რადგან ისინი განთავსების სხვა ობიექტებთან შედარებით ქვეყნის ბიუჯეტში ყველაზე მეტი შემოსავლის მობილიზებას უწყობს ხელს. მართალია საოჯახო სასტუმრო სახლების წილი სასტუმროებთან შედარებით მცირეა, თუმცა მაინც მაღალია, რაც მისასალმებელია, რადგან საოჯახო სასტუმრო სახლები ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას“, -აცხადებს ამაშუკელი.

„ბიაში“ აცხადებენ, რომ ტურიზმის სფერო დღეს სწრაფი ტემპით ვითარდება, თუმცა კვლავ ასათვისებელია ისეთი რეგიონები, როგორიცაა: გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი და ა.შ. კომპანიის ინფორმაციით, რეგიონებიდან ყველაზე აქტიური კი კვლავ თბილისი, აჭარა და კახეთია.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმით მიღებული შემოსავლებით ყველაზე მეტ სარგებელს  რეგიონის მოსახლეობა იღებს, მათ შორის, ამ სფეროდან სარგებელს სოციალურად დაუცველებიც იღებენ. ეს საშუალებები ამ უკანასკნელთათვის ადგილობრივ დონეზე თვითდასაქმების, ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურებების რეალიზაციის გაზრდით ჩნდება.

 

 

2012 წლიდან აღნიშნულ დარგში ყოველწლიურად იზრდება რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, გამონაკლისს 2018 წელი წარმოადგენს, რა დროსაც ბოლო შვიდი წლის მანძილზე ყველაზე ცოტა კომპანია დარეგისტრირდა სასტუმროს მიმართულებით. რეგისტრაციის მაჩვენებლის მხრივ 2017 წელი ყველაზე აქტიური იყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები