LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება თუ არა დაზიანებული ცხვირის გასწორება – სილამაზის აკადემია

63
alexandre-kalantarovi

გადაცემის ლაივი LIVE

შეიძლება თუ არა დაზიანებული ცხვირის გასწორება, რა შემთხვევაში კეთდება ძგიდის ოპერაცია, რა ასაკიდან არის რეკომენდებული რინოპლასტიკა – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში ,,სილამაზის აკადემია” პლასტიკურმა ქირურგმა ალექსანდრე კალანტაროვმა ისაუბრა.

როგორ ხდება ცხვირის ფორმის შერჩევა?

პრაქტიკიდან გამომდინარე, როცა პაციენტი მოდის ჩვენთან, მას უკვე აქვს გარკვეული მოსაზრება, არ მოსწონს და აქვს იდეა შეცვალოს საკუთარი ცხვირი. ჩვენ კომპიუტერულ ფოტომოდელირებას ვუკეთებთ და რამდენიმე ვარიანს ვთავაზობთ. ამის შემდეგ ვაძლევთ საშუალებას შეჯერდეს და გვითხრას, რომელი ვარიანტი მოსწონს, ასევე, ჩვენც ვაძლევთ რჩევას. საბოლოოდ ორი-სამი დღის შემდეგ პაციენტი ჩამოყალიბებულია და მოდის ოპერაციის გასაკეთებლად.

ოპერაციის შემდგომ რა პროცედურები კეთდება?

ოპერაცია ნარკოზით კეთდება. ოპერაციის დასრულების შემდეგ, 10-15 წუთში პაციენტი იღვიძებს. ის ერთ ღამეს ატარებს პალატაში. ოპერაციის შემდეგ უკეთდება თაბაშირი. არსებობს თაბაშირის ალტერნატიული პლასტმასის სპლინტები, მაგრამ ჩვენ პაციენტს ვურჩევთ თაბაშირს, რომელიც დადებითად მოქმედებს ფორმებზე და რომელშიც კარგად ყალიბდება ცხვირი. თაბაშირი მინიმუმ 10 დღე უნდა ეკეთოს, მაქსიმუმ 2 კვირა. სტანდარტულად პირველი კვირა უფრო მასშტაბური, ხოლო მეორე კვირას მინიმალური თაბაშირი უკეთდება.

რა შემთხვევაში კეთდება ძგიდის ოპერაცია?

ძგიდის ოპერაცია ცალკე კეთდება მარტო იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს უჭირს სუნთქვა, მაგრამ 99% -ში ოპერაცია ძგიდეზეც და ცხვირზეც კეთდება, რადგან ცხვირმა დაიჭიროს სიმეტრიული პოზიცია და პაციენტმა მიიღოს კარგი შედეგი. პაციენტი თვითონ ირჩევს ცვლილებების მოცულობას. არსებობს ცხვირის ოპერაცია მინიმალური ჩარევით, ან რადიკალური ცვლილებით. რადიკალური ცვილებების შემთხვევაში მთლიანად იცვლება სახის გამომეტველება. პატარა ცხვირი ყველას არ უხდება, ცხვირი უნდა იყოს პროპორციულად დაბალანსებული სახესთან, თუ მაინდამაინც უნდათ პატარა ცხვირი, ვაძლევთ საშუალებას რომ დაფიქრდეს. უარი ოპერაციაზე იშვიათ შემთხვევებში მითქვამს, მაგალითად მაშინ როცა პაციენტი არარეალურად აფასებს საკუთარ ცხვირს, ეგრეთ წოდებული პერფექციონალისტი პაციენტად არ ვარგა.

როგორ შეიძლება დაზიანებული ცხვირის გასწორება?

ცხვირი შეიძლება დაზიანდეს სხვადასხვა გარემოებებში. ნებისმიერი ქირურგი ოპრაციას იმის მოლოდინში ამთავრებს, რომ პოსტოპერაციულ პერიოდში ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ამ პერიოდში, 1 ან 2 წლის განმავლობაში ცხვირმა შეიძლება ვერ მიიღოს სასურველი ფორმა. ამ შემთხვევაში კეთდება ტექნოლოგიურად უფრო რთული, განმეორებადი რინოპლასტიკა, რათა მივიღოთ სასურველი და კარგი ფორმის ცხვირი.

არსებობს ნიღბები, რომელსაც სპორტსმენები იკეთებენ ოპერაციის შემდგომ, რომ ფიზიკური დატვირვის დროს არ დაზიანდეს ცხვირი, მაგრამ ჩვეულებრივ შემთხვევაში ასეთი ნიღბები არ გამოიყენება, 2 კვირა ცხვირი ისედაც დაცულია თაბაშირით, შემდეგ პაციენტი თავად უფრთხილდება.

 

რა ასაკიდან არის რეკომენდებული რინოპლასტიკა?

ბოლო კვლევებით, 14-15 წლის ასაკში დასრულებულია სახის ძვლების ფორმირება და ზრდა, ამიტომ ამ ასაკიდან პაციენტს შეუძლია მიმართოს პლასტიკურ ქირურგს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები