LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვის აზრზე დამოკიდებულება ახასიათებთ ადამიანებს დაბალი თვითშეფასებით – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

1229
sofio

გადაცემის ლაივი LIVE

რას იტყვის ხალხი ანუ არაჯანსაღი დამოკიდებულება სხვის აზრზე ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოკონსულტანტმა სოფიო ბაკურაძემ ისაუბრა.

რატომ ხდება ადამიანი დამოკიდებული სხვის აზრზე?

ადამიანები სოციალური არსებები ვართ, ამიტომ ჩვენი მოთხოვნილება, რომ ვიყოთ მიღებული, დაფასებული და აღიარებული იმ წრეში რომელშიც ვტრიალებთ საკმაოდ ნორმალური და ჯანმრთელი მდგომარეობაა. ყოველ ჩვენგანს გვსიამოვნებს როცა გარს თანამოაზრეები გვახვევია, მეგობრებსაც ისეთს ვირჩევთ, ვინც ჩვენს გემოვნებაში, სტილში, ხასიათსა და მსოფლმხედველობაში ჯდება. ვსარგებლობთ მათი მხარდაჭერით, როდესაც რაიმე გვიჭირს, ვეკითხებით აზრს და ვისმენთ მათ პოზიციას, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია შეგვეძლოს საკუთარი აზრის ჰქონდა და მისი დაცვა, შევძლოთ საკუთარი ინდივიდუალიზმის შენარჩუნება. ის რომ გვაინტერესებდეს სხვისი აზრი ბუნებრივია, სანამ ეს არ გახდება საკუთარი ღირებულების, ღირსებისა და ბედნიერების საზომი.

სხვის ზრზე დამოკიდებულება დამახასიათებელია ინფანტილური, უმწიფარი პიროვნებისათვის, ისეთი ადამიანისათვის, რომელსაც უჭირს საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე პასუხისმგებლობების აღება.

ადამიანები შეიძლება დამოკიდებულები იყვნენ მშობლების, მეგობრების ან ნაცნობების, ავტორიტეტების აზრზე. ძალიან ხშირად, როდესაც ადამიანი ისწრაფვის სოციალიზაციისკენ მარტივად ხდება სხვის აღიარებასა და შექებაზე დამოკიდებული, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანი ექცევა სხვისი აზრის ტყვეობაში.

რატომ იქცევა ადამიანი ასე?

როცა ადამიანი ცდილობს ყველას მოაწონოს თავი, არ აფიქსირებს  საკუთარ აზრს ღიად, მას ეშინია არ იყოს გაგებული ან აღქმული არასწორად, ეშინია ამის გამო არ გახდეს განკიცხვის ან დაცინვის ობიექტი. ის ხშირად იქცევა არა ისე, როგორც სურს თავად მას, არამედ ისე როგორც სურთ სხვებს. არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი და შეხედულება და ქამელეონივით იცვლის საკუთარ პოზიციას, ადვილად ექცევა ზეგავლენის ქვეშ. ცდილობს არ შევიდეს კონფლიქტურ სიტუაციაში და არ თქვას სიმართლე. ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტების დროს კითხულობს სხვების აზრს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ასეთ ადამიანებს არ აქვთ გააზრებული საკუთარი ინტერესები და მიზნები.

ასეთი დამოკიდებულება სხვის აზრზე რა თქმა უნდა ძალიან გვიფუჭებს ცხოვრების ხარისხს და ჩვენ ვიწყებთ ცხოვრებას არა საკუთარი, არამედ სხვების სიამოვნებისთვის. თუ ვიაზრებთ, რომ ეს პრობლემაა, უკვე კარგია. ძალიან ხშირად ხომ ადამიანების ნაწილი რომელიც ძალიანაა დამოკიდებული სხვათა აზრზე სრულებითაც არ თვლის ამას პრობლემად, არ მიაჩნია ეს დამამცირებლად ან არაკომფორტულად.

რა არის ამის გამომწვევი მიზეზები?

მიზეზები თუ რატომ ხდება ადამიანია დამოკიდებული სხვების აზრზე მრავალნაირია. ამასთან დაკავშირებით ბევრი ძალიან საინტერესო თეორია არსებობს. ამაზე რა თქმა უნდა მოქმედებს კულტურა, აღზრდა, თქვენ წარმოიდგინეთ ისტორიულ-პოლიტიკური გარემო, რომელშიც გავიზარდეთ, ასევე კრიტიკული აზროვნების არ ქონა და სხვა. მიჩნეულია რომ, სხვისი აზრზე დამოკიდებულება ახასიათებთ ადამიანებს დაბალი თვითშეფასებით. აქ დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ეს მშობლების აღზრდის სტილის გამოა თუ საკუთარი ცხოვრებისეული წარუმატებლობის გამო ფორმირდება. ითვლება, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული, თავდაჯერებული ადამიანი თავისუფალია და მას არ ანაღვლებს ხალხის აზრი მის შესახებ, ხოლო ადამიანი რომელიც ნაკლებადაა თავდაჯერებული მეტადაა დამოკიდებული საზოგადოების აზრზე. თუმცა ეს მთლად ასე არაა! არ შეიძლება იმის მტკიცება რომ, სხვისი აზრის სრული იგნორირება თავდაჯერებულობაზე მიგვითითებს. პირიქით, როცა ადამიანის თვითმიზანი ხდება სხვისი აზრის უგულებელყოფა, ესეც ერთგვარი სიმპტომია და მის სოციუმის აზრზე დამოკიდებულებაზე მეტყველებს! რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს იმის მტკიცება თითქოს არ გვაინტერესებს სხვების აზრი ესეც იმავენაირი დამოკიდებულებაა. ჩვენ რა თქმა უნდა ცოცხალი ადამიანები ვართ და ვართ სოციუმის წევრები, შესაბამისად სრულად უგულებელყოფა სხვათა აზრის, ინტერესებისა და შეხედულებების არც გამოგვივა და არცაა მართებული. ყველაზე სწორია ადეკვატურად შევაფასოთ სხვების აზრი რადგან გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა სხვებს ვერ დავუშლით საკუთარი აზრის გამოთქმას.

როგორ ვებრძოლოთ და როგორ დავძლიოთ სხვის აზრზე დამოკიდებულება?

რა თქმა უნდა მუშაობით საკუთარ თავზე. უმეტესობა ჩვენგანს საკუთარი პერსონის შესახებ ზოგადი წარმოდგენა გვაქვს და ეს ზოგჯერ სავსებით საკმარისია ხოლმე, მაგრამ თუ ადამიანს სურს მიაღწიოს წარმატებას და ამავდროულად არ სურს მომეტებულად ნაღვლობდეს იმაზე თუ რას იტყვის ხალხი, საჭიროა განვივითაროთ საკუთარი პიროვნების, პერსონის მეტად სიღრმისეული გაგება. მაგალითად:

  • შეადგინეთ სია და ჩამოწერეთ 10 თქვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულება. მაგალითად კაცთმოყვარეობა, თავისუფლება პატრიოტიზმი, ტოლერანტობა და ა.შ და კარგად გაიაზრეთ რას გულისხმობთ ამ სიტყვაში, როგორ გესმით ის თქვენ, რა არის ეს თქვენთვის, როგორი გამოხატულება აქვს ამას. ზოგჯერ სხვების აზრი იმიტომ ხდება ხოლმე ჩვენი რომ არ გვაქვს კარგად გააზრებული საკუთარი ღირებულებები.
  • რაში მდგომარეობს თქვენი უნიკალურობა, რა არის ის, რაც გამოგარჩევთ სხვებისგან.
  • იცხოვრეთ დღევანდელი დღით. დაივიწყეთ კრიტიკა და კრიტიკოსები. ხშირად იმდენად ვნერვიულობთ იმაზე, თუ რას ფიქრობს საზოგადოება ამა თუ იმ მოვლენაზე და დროს ვკარგავთ ამაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები