LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი – სილამაზის აკადემია

15
silamazisakademianews

გადაცემის ლაივი LIVE

სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ფიტნეს ინსტრუქტორმა ტატო ბახტურიძემ ისაუბრა.

რა დანიშნულება აქვს კვებას ჯანსაღი ცხოვრების წესში? ნებისმიერი მიზნის მიღწევის კუთხით 70%-ი არის კვება. თუ ადამიანს უბრალოდ სურს იყოს კარგ ფორმაში, არ აწუხებს წონა, ასეთ დროსაც კი მნიშვნელოვანია სწორი კვება, სასურველია 4-5 -ჯერადი კვება, მცირე ულუფებით. რაც შეეხება საღამოს კვებას, არსებობს მოსაზრება რომ არ ვარგა, თუმცა საკვების მიღება დაძინებამდე 2-3 საათით ადრე შეგიძლიათ. მნიშვნელოვანია დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი მიიღოთ.

18 საათიანი დიეტები რამდენად რეკომენდებულია?

მე არ ვაღიარებ ასეთ დიეტებს, ამ დიეტებს შიმშილს ვეძახი. ისინი აზიანებენ ორგანიზმს და შემდგომში წონის მატებას უფრო იწვევენ. კალორიული დეფიციტი მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურს წონის კლება, უნდა გახარჯოს იმაზე მეტი კალორია, ვიდრე საკვებს იღებს. თუ ძალიან დიდი კალორიული დეფიციტი შექმენით, მაშინ სტრესში ვარდება ორგანიზმი.

რაც შეეხება ვარჯიშს

დამწყების დატვირთვა უნდა მოხდეს სწორად შერჩეული ტექნიკებით. ხშირად სოციალურ ქსელებში იდება არასწორად შესრულებული ვარჯიშები, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ ინსტრუქტორი, რომელიც მინიმუმ არ დააზიანებს თქვენს სხეულს. როცა ვაკეთებთ კონკრეტულ ვარჯიშს ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ის ნაწილი, რომელსაც ვავარჯიშებთ.

ფსიქოლოგიური მზაობა რამდენად მნიშვნელოვანია? დასაწყისში ფიზიკური დატვირთვა და შემდგომ დიეტა საკმაოდ დიდი სტრესია. მე ყველას ვურჩევ დაელოდონ ორ კვირიან შედეგს და თუ სწორად არის შერჩეული დატვირთვის რეჟიმი, მოტივაცია ამ დროს უფრო მატულობს. შესამჩნევი შედეგი შეიძლება დადგეს 1 თვეშიც, მაგრამ ეს არის დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმსა და სწორად შერჩეულ პროგრამაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები