LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ვადაჭკორია: „ცხოვრებისეიული ეპიზოდები სიმღერაში გადმოვიტანე“

15
maxresdefault (1)

„ყოველთვის თქვენთან მოვდივარ, პირველად. ბედნიერი ვარ ჰოლდინგთან „ფორტუნა“ კომუნიკაციით. ჩემი დამოკიდებულება არ შეიცვლება და სიმღერებს ყოველთვის თქვენთან დავაპრემიერებ. რაც ეხება ახალ სიმღერას „მე მინდა შენთან“ – როგორც წესი, საკუთარი სიმღერების ავტორი თავად ვარ, მაგრამ ამჯერად სიახლესთან დაკავშირებული იდეა დაიბადა თორნიკესთან საუბრის დროს. ე.წ. ბალვანკა მივაწოდე, თორნიკემ ფერები შესძინა როგორც მუსიკას, ასევე ტექსტს. მას ეკუთვნის არანჟირებაც და სამომავლოდ გადასაღები კლიპის იდეაც.

სიმღერა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდისთვის არის გათვლილი. ისეთი თემაა, რომელიც ყველას აწუხებს და მოკლედ რომ გითხრათ გოგო-ბიჭის ურთიერთობას ასახავს. ის რაც ცხოვრებაში გადამხდენია, სიმღერაში გადმოვიტანე. ვფიქრობ, რომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და არ შეგვეშინდეს ექსპერიმენტების. მეტი სიახლე უნდა შევთავაზოთ მსმენელს“ – რადიო „ფორტუნას“ თაკო ვადაჭკორია ახალი სიმღერით ეწვია. ახალგაზრდა მომღერალი ფიქრობს, რომ აუცილებელია მომღერლებმა მსმენელს სიახლეები შესთავაზონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები