LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს იტალიური, სუპერ თანამედროვე სტილის პროდუქციის დამატებას ვაპირებთ – ავეჯის სახლი „ნიტა“

12
mtvr

როგორი ჩაიარა კიდევ ერთმა პანდემიურმა წელმა საქართველოში ავეჯის ბიზნესისთვის და რა სიახლეებია ამ სექტორში – ეს ის მთავარი თემებია, რომლებზეც „ბიზნესნიუსის“ ეთერში ავეჯის სახლ „ნიტას“ დირექტორმა მირანდა ხეცურიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანიას უკვე გაწერილი აქვს სამომავლო გეგმები და 2022 წელს ბათუმში პირველი ფილიალის გახსნას, თბილისში კი ახალი ხაზის დამატებას გეგმავს.

-როგორი აღმოჩნდა კიდევ ერთი პანდემიური წელი „ნიტას სახლისთვის“ – რა გამოწვევები და მიღწევები გქონდათ?

2021 წელს პანდემიასთან თანაცხოვრება ვისწავლეთ თითოეულმა ჩვენგანმა. ამ ყველაფერმა ძალიან გამაძლიერა, ტონუსში მომიყვანა და მოდუნების საშუალება არ მომცა, რამაც ძალიან კარგად იმოქმედა შემდეგ ჩვენს ბიზნესზე. სწორედ ამ პერიოდში, 2021 წელს გავხსენით ჩვენი მესამე ფილიალი. პანდემიამ უფრო მეტად მოგვეცა დრო ფიქრისთვის და მეტად განვითარებისკენ წავიყვანეთ ჩვენი ბიზნესი. იმ უარყოფითი მხარეების მიუხედავად, რაც პანდემიას აქვს, ბევრი კარგი რამ მაინც მოხდა ჩვენს ბიზნესთან დაკავშირებით.

-პანდემიის მეორე წელს, მომხმარებლის ქცევა როგორი იყო, ავეჯის მიმართ მყიდველის დამოკიდებულებაში რამე შეიცვალა?

მაშინ, როდასაც ქვეყანაში ყველაფერი ჩაიკეტა, ის პერიოდი, ცხადია, ძალიან ცუდად აისახა ბიზნესზე, მაგრამ გახსნის შემდეგ, ადამიანები დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და ავეჯზე მოთხოვნაც ისევ გაიზარდა. მაგალითად, წელს ჩვენი მესამე ფილიალის გახსნის შემდეგ, იმდენად დიდი მოთხოვნა წამოვიდა კლასიკური ხაზის ავეჯზე, მივხვდით, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა გადალახეს რთული პერიოდი.

-რა სიახლეებით ხვდებით ახალ სავაჭრო წელს – 2022 წლის სტრატეგია როგორია? თუ აპირებთ ქსელის გაფართოებას?

კი, ნამდვილად გაწერილია უკვე სტრატეგია. რაც შეეხება ახალ სავაჭრო წელს, „ნიტას“ სამივე ფილიალში გვაქვს განსაკუთრებული შეთავაზებები ჩვენი მომხმარებლისთვის. ამავდროულად, ჩვენს სამივე ფილიალში წარმოდგენილია 3 ტიპის კოლექცია, ეს არის: თანამედროვე ავეჯი, თანამედროვე და ლაქშერული სტილი ერთად გაერთიანებული და ასევე კლასიკური ხაზი. ეს უკანაკსნელი ბოლო პერიოდში ძალიან მოთხოვნადი გახდა.

რაც შეეხება გაფართოების გეგმებს, ამ ეტაპზე, როგორც უკვე გითხარით გვაქვს 3 ფილიალი და ვასაქმებთ 100-ამდე ადამიანს, თუმცა, წელს განვიხილავთ ბათუმში ფილიალის გახსნას. ეს ჩვენი მომდევნო წლის გეგმებში ნამდვილად შედის. თბილისში კი დავამატებთ ახალ ხაზს. ვაპირებთ, იტალიური სუპერ თანამედროვე სტილის პროდუქციის დამატებას.

– საიდან ხდება „ნიტასთვის“ ავეჯის იმპორტი?

პანდემიის შემდეგ, ჩვენ მხოლოდ თურქეთიდან ვახდენთ პროდუქციის იმპორტს – ჩამოგვაქვს 5 ბრენდის ავეჯი. პანდემიამადე ჩვენ ასევე ვთანამშრომლობდით დუბაისთან, ჩინეთთან და ეგვიპტესთან. ამ ეტაპზე, ამ 3 ქვეყანაში გასვლა და შემოტანა პროდუქციის შეუძლებელია, ამიტომ, დღეისათვის მხოლოდ თურქეთის  5 უმსხვილეს კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. შემოგვაქვს ძალიან ხარისხიანი და მრავალფეროვანი ავეჯი.

-რა არის ის მთავარი ნიშანი, რის გამოც მომხმარებელმა ყურადღება და არჩევანი „ნიტას“ ავეჯზე უნდა შეაჩეროს და რა არის თქვენი კომპანიის სლოგანი?

ჩვენი სლოგანია „ნიტა – ეს არის ავეჯი, ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი“. ამ ფრაზაში გამოყენებულ თითოეულ სიტყვას მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ. ჩვენი მთავარი ნიშანი არის ის, რომ ორიენტირებული ვართ ხარისხზე, ორინეტირებული ვართ მომხმარებელზე და მათ კმაყოფილებაზე. ჩვენთან მოსულ სტუმარს ვუქმნით ზუსტად ისეთ თბილ გარემოს, როგორიც არის სახლში. მომსახურების სრული სერვისი გვაქვს უმაღლეს დონეზე აყვანილი და ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. და კიდევ ერთი, რაც ჩვენი დამახასიათებელია- ეს არის გარანტია – როდესაც პროდუქციას გარანტია აქვს, უკვე იქ აისახება ბრენდის ხარისხი.

-რამდენად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა „ნიტა“, ამ მიმართულებით თუ გაქვთ აქტივობები?

მიუხედავად პანდემიისგან შექმნილი ურთულესი პერიოდისა, როდესაც ყველას სხვა ბევრი საფიქრალი და საზრუნავი გვაქვს, „ნიტას სახლმა“ დაიწყო პროექტი „ბიზნესისა და ხელოვნების ერთობლივი ტანდემი“. პროექტი უკვე მიმდინარეობს, რაღაც პრემიერები ჩაეშვება რამდენიმე დღეში და საქართველოს მასშტაბით, ყველას გვექნება შესაძლებლობა, ვნახოთ, თუ რა მხარდაჭერას უცხადებს ხელოვნებას ავეჯის სახლი „ნიტა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები