LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ზედმეტად არ მინდა შევაქო, მერე შეიძლება ,,თავში აუვარდეს” და ყურადღება აღარ მომაქციოს” – ლევან წულაძე “არტ-FM”-ში

16
mananachola-2020-02-07-10-01-18-949904

გადაცემის ლაივი LIVE

8 ივნისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM”-ს რეჟისორი ლევან წულაძე სტუმრობდა, რომელმაც მარჯანიშვილის თეატრის მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ბატონო ლევან, მარჯანიშვილის თეატრში მუშაობა პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა. რატომ თქვით უარი პაუზის აღებასა და დასვენებაზე?

– ჩვენ რეპეტიციები ერთგვარ თერაპიად ვაქციეთ. თუმცა, ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, რადგან ერთი დახველებაც საკმარისი იყო ხუთდღიანი იძულებითი შესვენებისთვის. მართალია, ძალიან გაგვიმართლა, რადგან მთელი რვა თვე შევძელით კორონასგან თავის დაღწევა, მაგრამ სწორედ პრემიერის წინ გვიღალატა იღბალმა, როცა რამდენიმე მსახიობი ერთდროულად გახდა ავად.

– რა პრინციპით შეარჩიეთ დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელი”?

– ბევრად მასშტაბური პიესის დადმას ვგეგმავდით, მაგრამ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ისევ “დანაშაულსა და სასჯელზე” შევაჩერეთ არჩევანი, რომელშიც მხოლოდ შვიდი მსახიობია დაკავებული. სინამდვილეში, ერთგვარი ტრილოგიის გაკეთება გვინდოდა, რომელიც დოსტოევსკის რომანთან ერთად, ტოლსტოის “კრეიცერის სონატას”, ბომარშეს “ფიგაროს ქორწინებას” გააერთიანებდა და სხვადასხვა ფორმით მოუთხრობდა მაყურებელს ძალადობის თემაზე.

– როგორც ვიცი, მსახიობის ამპლუაშიც მოსინჯეთ შესაძლებლობები. რამდენად რთული აღმოჩნდა ფილმში მონაწილეობა?

– საკმაოდ რთული იყო, რადგან მსახიობი არ ვარ. მართალია, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე და მხოლოდ მოგვიანებით ავირჩიე რეჟისურა, მაგრამ მაინც ნაკლები გამოცდილება მაქვს. თუმცა, როცა ბატონ მერაბ კოკოჩაშვილთან მუშაობის შანსი მომეცა, ყველა შიში, კომპლექსი დავძლიე და სიხარულით მივიღე შეთავაზება.

– თქვენი ქალიშვილი მომავალი ქორეოგრაფია. რამდენად კმაყოფილი ხართ მისი არჩევანით?

– თინამ თვითონ აირჩია პროფესია და მიხარია, რომ დამოიუკიდებლად გადაწყვიტა საკუთარი მომავალი. მართალია, თავიდან მხოლოდ ჩემთან მუშაობდა, მაგრამ ახლა უამრავ ახალგაზრდა რეჟისორთან თანამშრომლობს და ვამჩნევ, რომ მათთან მუშაობით უფრო ბედნიერია. როგორც ჩანს, მე მაქვს მძიმე ხასიათი, ის კი, არასდროს ყოფილა მორჩილი შვილი და არც ახლა მეპუება. ძალიან ბრაზდება, როცა მის საქმეში ვერევი და რჩევის მიცემას ვცდილობ.

– ახალი პროფესიით – აქსესუარების დიზაინითაა გატაცებული თქვენი მეუღლე. მის რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით ყველაზე მეტად?

– სხვა მსახიობების მსგავსად, მანანასაც ძალიან გაუჭირდა პანდემიის პერიოდში, ამიტომ სიცარიელის შევსება სწორედ ახალი გატაცებით სცადა, მით უფრო, რომ გამოცდილება უკვე ჰქონდა, რადგან მანამდეც შეჰქონდა კორექტივები ჩვენი მსახიობების კოსტიუმებში. ზედმეტად არ მინდა შევაქო, მერე შეიძლება “თავში აუვარდეს” და ყურადღება აღარ მომაქციოს, თუმცა მართლა ძალიან საინტერესო ნამუშევრები აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები