სკოლის ზარი წელს ბოლოჯერ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, 38 934 მოსწავლისთვის დაირეკა. მე-12 კლასელებს წელს გასული წლისგან განსხვავებით, საატესტატო გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, თუმცა, ერთიანი ეროვნული გამოცდები კი ელოდებათ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები, არსებული ინფორმაციით, წელს 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
მოსწავლეებს სკოლის დამთავრება უხარიათ, თუმცა, ამავდროულად გულიც სწყდებათ.