LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალშობილი ტყუპების ემოციური ჩახუტება (ვიდეო)

4892

ბოლო ორი ათასწლეულის განმავლობაში, აშშ-ში საგრძნობლად იმატა ტყუპების დაბადების მაჩვენებელმა. ბუნებრივია, ბავშვის დაბადება ყოველთვის დიდ სიხარულს უკავშირდება. ტყუპების დაბადება და მათი მშობლობა კი ორმაგად სასიხარულო და საპასუხისმგებლოა.

გარეგნული მსგავსების გარდა, ტყუპებს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებთ. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ეს კავშირი მუცლადყოფნის პერიოდიდან მოყოლებული იწყება და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება.

ამ მოსაზრებას ამყარებს ჟურნალ Unilad Magazine-ის მიერ გამოქვეყნებული ტყუპების ძილის ვიდეო, რომელსაც უკვე 22 მილიონი ნახვა აქვს. ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ეს ტყუპები ყველაზე ბედნიერი და იღბლიანები არიან, რადგან ერთმანეთი ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები