„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და განხილვად ფილმად იქცა საქართველოში. ლევან აკინის დრამა ორი მოცეკვავე ბიჭის სიყვარულის ამბავზე ქართველმა მაყურებელმა უკვე ნახა, თუმცა უფრო მეტია მსურველი, ამიტომაც შესაძლოა, კინოთეატრებში სეასნები დაემატოს.

8-10 ნოემბერს კინოთეატრების წინ პოლიციის კორდონი იდგა და იცავდა ადამიანებს, რომელთაც გახმაურებული ფილმის ნახვა სურდათ.

შეგახსენებთ, რომ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პირველად კანის კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები და დიდი რეზონანსიც დაიმსახურა.

გთავაზობთ ფილმის პროდიუსერის, ქეთი დანელიას ვიდეო, რომელიც კანშია გადაღებული, როცა შემოქმედებითი ჯგუფის გახარებული წევრები ცეკვავენ… ეს მხიარული ვიდეო ლევან აკინმა გადაიღო.