LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუჩაში ხალხი არ დგას, ხალხი დგას ქართული ოცნების უკან – ირაკლი კობახიძე (ვიდეო)

739

“ხალხი არ დგას, ხალხი არ დგას, ხალხი დგას ქართული ოცნების უკან. ნუ ნერვიულობთ ნინო, ნინო, თქვენი ნერვიულობით ნაცმოძრაობა არჩევნებს ვერ მოიგებს, ხალხი დგას ქართული ოცნების უკან, ქართული ოცნების უკან დგას ხალხი” – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ “ტევეპირველის” ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილთან ჩართვისას განაცხადა.

კობახიძის მტკიცებით, რუსთაველის გამზირზე ნაციონალური მოძრაობა და პრორუსული ძალები დგანან. კითხვაზე ქართული ოცნება რა პასუხისმგებლობას იღებს პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო განვითარებულ პროცესებზე და რას აპირებს, პასუხის მაგიერ კობახიძემ დასმული კითხვების გამო, წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი სპეკულაციებში დაადანაშაულა.

“ნუ ნერვიულობთ, ნინო, ნუ ნერვიულობთ, ნინო, ძალიან ნერვიულობთ.. თქვენი ნერვიულობა არანაირ ჩარჩოში აღარ ჯდება, თქვენი ნერვიულობით ქულებს ვერ უწერთ ნაცმოძრაობას” – რამდენჯერმე გაუმეორა კობახიძემ ჟურნალისტს და მოუწოდა, “საზოგადოების სახელით ნუ საუბრობთ, თქვენ არ ხართ საზოგადოება, თქვენ ისაუბრეთ ნაცმოძრაობის და თქვენი პოლიტიკური პარტიის სახელით, მაგრამ საზოგადოების სახელით ნუ მესაუბრებით… დღის წესრიგი არ შეიცვლება, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა მოემზადოს 2020 წლის არჩევნებისთვის”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები