მამაკაცების საერთაშორისო დღეს 70-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, მათ შორისაა ამერიკა, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, აფრიკა, აზიის განვითარებადი ქვეყნები და სხვა.

მამაკაცების დღე პროფესორ თომას ოსტერის ინიციატივით 1992 წლის 7 თებერვალს დაარსდა. ამ დღის დაწესების მიზანი საზოგადოების მიერ მამაკაცების მიმართ ყურადღების მიქცევა, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ოჯახში მათი დადებითი გავლენა იყო.

ბევრ ქვეყანაში მამაკაცთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები 19 ნოემბერს სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ. ბოლო რამდენიმე წელია ამ დღეს მსოფლიოს მასშტაბით სემინარები, დემონსტრაციები, მსვლელობები, არტ გამოფენები და მრგვალი მაგიდები იმართებ. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან მამაკაცების დღის აღნიშვნის ტენდენცია ჯერ არ დამკვიდრებულა. ქართველ მამაკაცებს საკუთარი დღის აღნიშვნა დისკომფორტს უქმნის და ქალბატონების დღესასწაულის მსგავსად, მათი დღის აღნიშვნას საჭიროდ არ თვლიან.

ტეგები: "ფორტუნას" თემები მამაკაცთა დღე

მსგავსი თემები