LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იცავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჟურნალისტს წყლის ჭავლისგან

195

ამ დრომდე დაძაბულია ვითარება ცესკოსთან, სადაც სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.

ადგილზე იმყოფებიან მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ.

საზოგადოება ლაივ-რეჟიმში ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. სწორედ ერთ-ერთი პირდაპირი ჩართვის დროს სასიამოვნო მომენტი დაფიქსირდა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე გულმოდგინედ ცდილობდა ჟურნალისტის წყლის ჭავლისგან დაცვას. ის ჟურნალისტს ზურგიდან ეფარებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები