პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ფორტეპიანოზე უკრავს და მამამისის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს ასრულებს. ვიდეოს მისი ქალიშვილი ირმა გიგანი აქვეყნებს მინაწერით: მოვიხელთე.
პოლიტიკოსის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მოწონებაც დაიმსახურა. ჩარკვიანს კომენტარებში მუსიკალურ ნიჭს უქებენ.
“არაჩვეულებრივად მღერით!!! ამდენი ნიჭი ერთად!!! ბრავო!!!;
აბა, მიდით და დაუდექით გვერდით სიტყვაში, ხმაში, მელოდიაში, ნამდვილობაში, ღირსებაში, სამშობლოს სიყვარულში….. მიდით, თუ მაგარი ბიჭები ხართ!;
ერთხელ პარტიის ოფისში შევედი და ქალბატონი თაკო უკრავდა პიანინოზე თან არაჩვეულებრივად მღეროდა, აჰყვა ქალბატონი თამრიკო, შემდეგ ქალბატონი ნანა და ისეთი საოცარი გარემო შეიქმნა ლამის მეც კი ავმღერდი, ადამიანი რომელიც გაცილებით უფრო შორს ვარ მუსიკალური ხმისგან, ვიდრე ყველაზე შორეული გალაქტიკა ჩვენი პლანეტიდან;
ვგიჟდები შენ ნამღეზე. ჩემო სიცოცხლე;
რა სიამოვნებით გისმენდით”, – წერენ კომენტარებში.