LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა დარჩიასა და ანიტა რაჭველიშვილის პერფორმანსი მეტროში [ვიდეო]

877

მეტროში გადაღებული ვიდეო, სადაც მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი “კარმენს” ასრულებს, სოციალურ ქსელს იპყრობს.

ოპერის ვარსკვლავის შესრულების ფონზე ცეკვავს ულამაზესი თეა დარჩია. დამსწრე საზოგადოებას შორისაა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი.

როგორც “ფორტუნასთვის” გახდა ცნობილი, ფრაგმენტი, რომელიც თეა დარჩიამ გაავრცელა სოციალურ ქსელში თეო ჯორბენაძის კლიპის გადასაღები მოედნიდანაა. ვიდეოში ახალი თაობის მუსიკოსები უკრავენ, რომელთა მონაწილეობით 31 მაისს კონცეპტArt- ის და ფონდ “იავნანას” ერთობლივი ფესტივალი იწყება

ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt  და ფონდი „იავნანა“ 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ ახალი თაობის მუსიკოსების ფესტივალს The New Generation Music Festival.

მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატები, ახალგაზრდა და პატარა მუსიკოსები, რომლებიც უკვე წლებია სოლო კონცერტებს მართავენ  სიმფონიურ ორკესტრებთან საქართველოსა და მსოფლიოს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში.

ფესტივალისთვის საუკეთესო ძალები იკრიბება!

სანდრო სიდამონიძე (ჩელო), გიორგი გიგაშვილი  (ფორტეპიანო),   სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო), დავით ხრიკული  (ფორტეპიანო), ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა), რეზი მარშანია (ფორტეპიანო), ლიზი რაზმაძე (ფორტეპიანო).

ისინი ყველგან იმარჯვებენ! ისინი ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს ქმნიან! გახდი მათი ტრიუმფის მომსწრე –  შემოუერთდი ჩვენს ფესტივალს!

ფესტივალის ფარგლებში 3 კონცერტი გაიმართება 31 მაისს, 3 და 7 ივნისს.ბილეთები იყიდება ვებ. გვერდზე biletebi.ge.  ფესტივალის იდეის ავტორი და პროდუსერი თეო ჯორბენაძეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g