LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დევიდ გეტამ დუბაიში, ბურჯ–ხალიფას თავზე დაუკრა

90

დიჯეი დევიდ გეტამ თავის youtube–არხზე ლაივ–სტრიმი პირდაპირ დუბაის სუპერმაღალი ცათამბჯენიდან, ბურჯ–ხალიფადან გაუშვა.

ფრანგი მუსიკოსი გაეროს ბავშვთა ფონდს შეუერთდა და საერთაშორისო განათლების მხარდასაჭერად დაუკრა. პანდემიურმა რეალობამ დისტანციური სწავლების აუცილებლობა შექმნა და სტუდენტებისა თუ მასწავლებლებისთვის რთულ გამოცდილებად იქცა.

წარმოდგენის ყურება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლო. გეტას გამოსვლა ულამაზესი ფეიერვერკით დაგვირგვინდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები