LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: იაპონიაში უჩვეულო ნალექმა გზებზე კოლაფსი გამოიწვია

95

იაპონიაში რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა. დიდთოვლობის გამო ავტომაგისტრალზე ათასობით ავტომობილი ჩაიხერგა და ხალხი საცობში საათობით ჩარჩა.

მანქანაში ხანგრძლივად ყოფნის გამო რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ხელისუფლებამ სასწრაფოდ თოვლის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო და მთელი ტექნიკა მაგისტრალისკენ მიმართა. თუმცა, თოვლი იმდენად ბევრი იყო რომ ასობით მანქანა ამ დრომდე ისევ საცობში დგას.

დაზარალებული მოქალაქეების დახმარებას მეხანძრე–მაშველები ცდილობენ და მათ ხალხს წყალი და საკვებიც დაურიგეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები