LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტუნას“ ნაძვის ხეების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

1913
133278111-720537585542943-4410996304930594287-n

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ყველაზე ლამაზი, ეფექტური და კარგად მორთული ნაძვის ხეების კონკურსს ყოველწლიურად ატარებს. უკვე ტრადიციად დამკვიდრებული კონკურსი წელსაც გაიმართა. ორიგინალურად მორთული ნაძვის ხეების ფოტოები მფლობელებმა სპეციალური იმეილის საშუალებით რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ გამოაგზავნეს.

საკონკურსოდ 82 მათგანი შეირჩა, რომელიც ყველა პირობას აკმაყოფილებდა. თავად ნაძის ხის ფოტოს გარდა, მფლობელს იმის დამადასტურებელი ფოტოც უნდა გამოეგზავნა, რომ ნაძვის ხე ნამდვილად მას ეკუთვნის.

შემდეგ ეტაპზე შერჩეული ნაძვების ფოტოები „ფორტუნას“ საიტზე განთავსდა და 26 დეკემბრიდან 14 იანვრამდე მნახველი მათ ხმას აძლევდა. ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა ორი გამარჯვებული.

პირველი ადგილის მფლობელი გახდა ხათუნა გაგნიძე, რომელმაც 19090 ხმა მიიღო, ხოლო მეორე პოზიცია 16284 ხმით ეკატერინე პაპუაშვილმა დაიკავა.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ორივე გამარჯვებულ მონაწილეს პრიზებით დააჯილდოვებს. პირველადგილოსანი მიიღებს ორკაციან საგზურს სასტუმრო „ლოპოტაზე“ დასასვენებლად, ხოლო მეორე პოზიციაზე გასულს საჩუქრად გადაეცემა ასევე ორკაციანი საგზური კაჭრეთის „ამბასადორში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g