[email protected] – ეს არის იმეილი, რომელზეც თქვენი ლამაზი და ორიგინალურად მორთული ნაძვის ხეების ფოტოები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ. კონკურსი რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ინიციატივით ტარდება და დღეიდან, 26 დეკემბრიდან იღებს სტარტს.
„ფორტუნას“ ნაძვის ხეების კონკურსი
ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ 26 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ღამის 12 საათამდე. გამოგზავნილ ფოტოს გთხოვთ, მიაწეროთ მფლობელის სახელი და გვარი, იმეილი, საკონტაქტო ტელეფონი და დამატებით, იმის დასადასტურებლად, რომ ეს ნამდვილად თქვენი ნაძვის ხეა, თავადაც გადაიღოთ ნაძვის ხის ფონზე კიდევ ერთი არასაკონკურსო ფოტო. წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტო ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას. ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ აგრეთვე ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე https://www.facebook.com/fortuna106.9/
ფორტუნას ნაძვის ხეების კონურსი დაიწყო!!!
„ფორტუნას“ საიტზე 28 დეკემბრიდან ეტაპობრივად განთავსდება გამოგზავნილი ნაძვის ხეების ფოტოები. გამარჯვებულები კი დაგროვებული ხმების მიხედვით გამოვლინდებიან. ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათი ერთხელ. კონკურსი მთავრდება 14 იანვარს დღის 12 საათზე.
საუკეთესო ნაძვის ხის მფლობელი რადიოჰოლდინგისგან დასაჩუქრდება პრიზით – ორკაციანი საგზურით ,,ლოპოტაზე”.
მეორე ადგილზე გასული კი მიიღებს პრიზს ორკაციანი საგზური ,,კაჭრეთის ამბასადორში”
გისურვებთ წარმატებებს და ველოდებით თქვენს ნამუშევრებს!..
„ფორტუნა პლუსის“ ნაძვის ხეების კონკურსის გამარჯვებული სამეული გამოვლინდა
„ფორტუნას“ ნაძვის ხეების კონკურსი დაიწყო!!!