LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის საერთაშორისო პლენერს ,,პალიტრა ფოთი 2023-ს“ მასპინძლობს

262
გრიგოლ-ღვანია

12 ივნისს ფოთის სამხატვრო სასწავლებელი საერთაშორისო პლენერს ,,პალიტრა ფოთი 2023-ს“ მასპინძლობს. ფესტივალს საფუძველი შარშან ჩაეყარა.

პროექტის ფარგლებში ქალაქს ეწვივნენ მხატვრები სხვადასხვა ქვეყნიდან. ადგილობრივ მხატვრებთან ერთად ისინი შექმნიან ფერწერულ ტილოებს. პროექტის მიზანია განვითარდეს სახვითი ხელოვნება.

“თითოეულ ფოთელ შემოქმედს საშუალება ეძლევა ყოველწლიურად ჩაერთოს პროექტში უცხოელ კოლეგებთან ერთად, შექმნას ფერწერული ტილოები და მონაწილეობა მიიღოს ფერწერული ნამუშევრების ფონდის შექმნაში. პლენერის შედეგად დარწმუნებული ვარ შეიქმნება ფონდი, რომელიც დაამშვენებს საგამოფენო სივრცეს. ჩემი მიზანია ქალაქს ყოველწლიურად პლენერის ფარგლებში დარჩეს 20-30 ფერწერული ტილო ქართველი და უცხოელი მხატვრების მიერ შესრულებული. პროექტი ასევე ითვალისწინებს გაცვლითი პროგრამების საშუალებით ქართველი და უცხოელი ხელოვნების შემოქმედებითი დამეგობრებას, რაც ხელს შეუწყობს მხატვრებს იმუშაონ უცხოელ კოლეგებთან ერთად და გაეცნონ მათთან ერთად თანამედროვე ხელოვნების ტენდენციებს”, – განაცხადა ფორტუნასთან მხატვარმა გრიგოლ ღვანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g