ქალაქ ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსად მაცი ხვიტია დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მაცი ხვიტიას დანიშნვის შესახებ სპეციალურ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა და ბატონი მაციც უფლება-მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
ცნობისათვის, მაცი ხვიტია ზუგდიდელია და ის ამ დრომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. იგი ასევე იყო ქალაქ ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსი.
მაცი ხვიტიას კოლეგები ახასიათებენ, როგორც პროფესიონალ კადრს.