LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის სტადიონის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მითვისების ფაქტზე დაკავებულია შპს “ხიდის” დამფუძნებელი

122

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, შპს „ხიდის“ დამფუძნებელი, თეიმურაზ წივწივაძე დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს „ხიდს“ უნდა მოეხდინა ქალაქში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია და მისი ევროსტანდარტების დონეზე მოწყობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად, კონტრაქტორმა კომპანიამ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და მისმა დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მიითვისა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, ნახევარ მილიონზე მეტი თანხა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით.