LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის ტექსტილის საწარმოში ცნობილი ბრენდები შეიკერება

176

ფოთის ტექსტილის საწარმოში ცნობილი ბრენდები შეიკერება. საწარმოს საპორტო ქალაქში ”აჭარა ტექსტილი”  ააშენებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა,  ახალ საწარმოში საწყის ეტაპზე 1500 ადამიანი დასაქმდება. აქ წარმოებული პროდუქცია კი უცხოურ ბაზარზე იქნება გათვლილი.

”ფოთის ტექსტილის საწარმოს წლიური წარმადობა 3 მილიონი ერთეული  იქნება. აქ შეიკერება ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: ”ნაიკი”, ”პუმა”, ”ლოტო” და სხვა,”- აღნიშნა ლომინაძემ. მისივე ინფორმაციით, საწარმო სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში აშენდება და მასში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

როგორც ”აჭარა ტექსტილის” ფინანსურმა დირექტორმა განმარტა, ფოთის ქარხნის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის მარტში დასრულდება.

შეგახსენებთ, საწარმო “აჭარა ტექსტილი” საქართველოში 2009 წელს გაიხსნა. პირველი სამკერვალო ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში ამოქმედდა. ამ ეტაპზე კომპანიას 2500 თანამშრომელი ჰყავს.  საწარმოს  წლიური წარმადობა კი 6 მილიონი ერთეულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები