მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო ფოთისა და ზუგდიდის მატარებლების მოძრაობა შეფერხდა. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, ორივე სამგზავრო მატარებლის შემთხვევაში საკონტაქტო ქსელს მეხი დაეცა, რამაც მატარებლების მწყობრიდან გამოყვანა გამოიწვია. თუმცა, უწყების ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში პრობლემა მალე აღმოიფხვრა.
უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ამ ეტაპზე ორივე მატარებელი ჩვეულ რეჟიმში განაგრძბს მოძრაობას. ”დანარჩენები მატარებლები გრაფიკის მიხედვით მოძრაობენ და იმედი გვაქვს, ასეც გაგრძელდება”, – აცხადებენ უწყებაში.
წყარო:ინტერპრესნიუსი