LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 12 წლის შემდეგ, ლეოპარდი საქართველოში დაბრუნდა

366
08b6fc024c034cd2dd3127581f8c23c1-XL

12 წლის შემდეგ, ჯიქი, იგივე ლეოპარდი, საქართველოში დაბრუნდა.

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, სახეობათა კონსერვაციის ცენტრის (NACRES) ფოტოხაფანგმა ლეოპარდი აგვისტოში დააფიქსირა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს, რომლიც უპირველეს საქმიანობას ბიომრავალფეროვნების დაცვა, მოფრთხილება, კანონდარღვევის აღმოფხვრა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

სწორედ სააგენტოს რეინჯერების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მომრავლდა არაერთი მნიშვნელოვანი სახეობა.

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების კვლევა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. მისი ბოლო ნაკვალევი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იქნა ნაპოვნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები