LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 2 900 000 ევრო – მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი უკვე იყიდება

87
asparkowl2021

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მდებარე კომპანია Aspark–ის პირველი შოურუმი გაიხსნა და გასაყიდად მოდელი Owl გამოიტანა. Owl მსოფლიოში ყველაზე მძლავრი და სწრაფი სერიული ავტომობილია. სიახლის შეძენა იაპონიასთან ერთად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშია შესაძლებელი და მისი ფასი 2 900 000 ევროს შეადგენს.

ჰიპერქარი Owl–ს დებიუტი გასული წლის ბოლოს შედგა. მოდელმა ოთხი ელექტროძრავი და 800 ვოლტიანი სიმძლავრის ელემენტი მიიღო. აგრეგატის მთლიანი ძალა 2012 ცხენის ძალას შეადგენს, ანუ ის უფრო მაგარია ვიდრე 1900– ძალის Pininfarina Battista და Rimac C_Two, ასევე Lotus Evija, რომლის სიმძლავრეც 2000 ცხენის ძალაა.

მანამდე კომპანიამ დააზუსტა, რომ 97 კმ/სთ სიჩქარეს ჰიპერქარი 1,69 წამში ავითარებს, თუმცა სატესტო მსვლელობამ აჩვენა რომ სუპერქარს ამისთვის 1,72 წამი დასჭირდა.

მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ–ია, სვლის მარაგი კი 450 კილომეტრს შეადგენს.

ბაზარზე Owl–ის 50 ეგზემპლარი გამოვა, აქედან 20 ავტომობილი ევროპაში, 20 აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, ხოლო 10 ჩრდილოეთ ამერიკაში გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g