LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 2020 წლის საუკეთესო კაბები ქეით მიდლტონის გარდერობიდან

761
kate201230

პანდემიის გამო, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის და ქეით მიდლტონის საჯარო გამოსვლები მკვეთრად შეზღუდული იყო. ამის მიუხედავად, ყველაზე გემოვნებიან მონარქად მიჩნეულმა მიდლტონმა მაინც მოახერხა, 2020 წლისთვის, რამდენიმე დასამახსოვრებელი ,,ლუქის” შექმნა. მსოფლიოს წამყვანმა მოდურმა გამოცემებმა კი მისი საუკეთესო ანსამბლები შეაჯამეს.

ყველაზე დასამახსოვრებელ ანსამბლად ქეითის თეთრი კაბა მიიჩნიეს, რომელიც მას  EE British Academy Film Awards-ს ცერემონიაზე ეცვა. ეს კაბა ჰერცოგინიამ „ალექსანდერ მაკქუინის” სადღესასწაულო კოლექციიდან შეარჩია. არანაკლებ დასამახსოვრებელი იყო „აურორას“ წითელი, ბისერებით გაფორმებული კაბა, რომელიც მიდლტონს ბუკინგემის სასახლეში გამართული სამიტის დროს ეცვა. დასამახსოვრებელი იყო ქეითის ვიზიტი ირლანდიაში, სადაც დუბლინის ერთ-ერთ ბარში სტუმრობისას ის ბრწყინავდა ცნობილი ბრენდის  The Vampire’s Wife -ის მწვანე მბზინავ კაბაში. მწვანე კოპლებიანი კაბით გამოჩნდა მიდლტონი ირლანდიური ტურნეს დროს, პრეზიდენტთან შეხვედროს დღესაც.

საღამოს კაბებს შორის კი ერთ-ერთი გამორჩეული იყო ქეითის კაბა საქველმოქმედო ორგანიზაცია Place2Be -ის ღონისძიებაზე. მან არჩევანი ბრიტანელი დიზაინერის, „ჯენი პეკჰამის“ ლურჯ, ბისერებით გაფორმებულ კაბაზე გააკეთა. საუკეთესო კაბებს შორის მოდის ექსპერტებმა ასევე გამოარჩიეს Beulah London-ის ლურჯი კაბა, დიდი თეთრი საყელოთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g