ამერიკულმა ანალიტიკურმა სააგენტო J.D. Power გამოაქვეყნა რეიტინგი, სადაც 2020 წელს გამოშვებული ავტომობილების ხარისხია შეფასებული. ისევე როგორც წინა წლებში, ექსპერტებმა შეისწავლეს ყველა საჩივარი, რომელიც ახალი ავტომობილების მყიდველებს პირველ 90 დღეში გაუჩნდათ. ასევე, ელექტრონული სისტემების ყველანაირი გაუმართაობაც გაითვალისწინეს.
ყველა ბრენდს გარკვეული ქულა მიენიჭა და მეტი კომფორტისთვის რეიტინგში მონაწილე ავტომობილები სხვადასხვა სეგმენტებში გადანაწილდა.
წელს გამარჯვებული Dodge და Kia გახდნენ – ორივე მოდელმა 136 ქულა მიიღო. მათთან ერთად საუკეთესოთა ხუთეულში მოხვდა ასევე Ram, Chevrolet და Genesis. როგორც მიხვდით, საუბარი არა ბრენდებზე, არამედ კონკრეტულ მოდელებზეა.