LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 2PAC-ის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დუეინ დევისი სასამართლოს წინაშე პირველად წარდგა

190
page

როგორც ცნობილია, ლას-ვეგასის პოლიციამ ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ არტისტის, თუფაქ შაკურის მკვლელობასთან კავშირში მყოფი პირი, დუეინ დევისი, იგივე კიფი დი დააკავა. ცოტა ხნის წინ ის სასამართლოს წინაშე პირველად წარდგა. მედიაში კი მისი ფოტოები გავრცელდა. საბოლოო განაჩენს 19 ოქტომბერს გამოიტანენ.

აღსანიშნავია, რომ რეპერს სწორედ დევისის დისშვილთან, ორლანდო ანდერსონთან, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მოუვიდა შელაპარაკება.

შეგახსენებთ, 2Pac 1996 წელს, ლას-ვეგასში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანას თეთრი „კადილაკიდან“ ცეცხლი გაუხსნეს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი არტისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რეპერი 7 დღეში გარდაიცვალა.

2PAC-ისა და ნოტარიოს ბიაიჯის მკვლელობაზე შექმნილი ფილმის პირველი ტრეილერი ჯონი დეპის მონაწილოებით

2Pac-ის ,,ბენდენები” აუქციონზე 4000 დოლარად იყიდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები