LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 3 000 დოლარიანი ქუდი და 11 000 დოლარიანი „გუჩის“ შარვალი – რიანას ეპატაჟური გამოჩენა ლოს-ანჯელესის ქუჩებში

223
page

33 წლის ბარბადოსელი ლამაზმანის გამოჩენა დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. არტისტი მუდამ ახერხებს გარშემომყოფთა გაოცებას. თუმცა, ამჯერად რიანამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვარსკვლავი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ წიგნების მაღაზიაში დააფიქსირეს, იქ რირი მეტროთი მივიდა.

არტისტს 3 000 დოლარიანი უზარმაზარი ვინტაჟური, ბეწვის ქუდი ეხურა და 11 000 დოლარიანი „გუჩის“ შარვალი ეცვა, რომელსაც მუხლებზე ბეწვი ჰქონდა დამაგრებული. მუსიკოსი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

„ლომი გაატყავა“, „იმედია ნატურალური ბეწვი არ არის“, „რიანამ გადააჭარბა“, „როგორც ყოველთვის შეუდარებელია“, – ასე აფასებენ კომენტარებში 33 წლის მრავაი მუსიკალური ჯილდოს მფლობელ არტისტს.

ფოტო: რიანა ახალი ვარცხნილობითა და პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი „ლუქით“- ბარბადოსელი ლამაზმანის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები