LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 31 წლის Lamborghini, რომლის გარბენიც 4100 კილომეტრია, აუქციონზე იყიდება

193
lmbrgn201012

აუქციონის სახლმა Bring & Trailer გასაყიდად 31 წლის Lamborghini LM002 გამოიტანა. ავტოსალონში მოხვედრამდე ლოტმა მხოლოდ ერთი მეპატრონე გამოიცვალა და ექსპლუატაციის განმავლობაში რამდენიმე ავარიაში მოხვდა.

კომპანია Lamborghini–მ 1986 წლიდან 1993 წლამდე სულ 328 ცალი LM002 გამოუშვა და გასაყიდად გამოტანილი მოდელი ერთ–ერთია, რომელმაც პირვანდელი სახე მაქსიმალურად შეინარჩუნა.  ყველგანმავალს კრემისფერი ოთხადგილიანი ტყავის სალონი და 17–დიუმიანი დისკები აქვს.

ქარხნულ დეტალებს შორისაა – ტყავის საჭე, ხით გაფორმებული წინა პანელი და კონდიციონერი.

კაპოტის ქვეშ მოდელს 426 ძალის 5,2 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული V12 ძრავი აქვს. აგრეგატი 5–საფეხურიან „მექანიკურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ყველგანმავალს 0–დან 100 კმ–ს განვითარება დაახლოებით 8 წამში შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g