გიორგი წეროძე, მოხალისე, რომელიც გურიაში მოქალაქეების დასახმარებლად ბათუმიდან ჩავიდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და ფოტოს აქვეყნებს:
„4.5-საათიანი თავხედური ევაკუაციის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ავარიულ და რისკის შემცველ სახლში მყოფი 86 წლის ლამარა ბებო 1.5 კმ ციცაბო დაღმართში, გაუკვალავ თოვლში იმპროვიზებული სამაშველო ციგით გამოვიყვანეთ.
სახლში რთული ვითარება დაგვხვდა. იყო ჭერის ჩამოქცევის რისკი. ამიტომ სასწრაფოდ სამაშველო ციგა კიბისგან და თუნუქისგან გავაკეთეთ. მოვათავსეთ ზედ ლამარა ბებო და დავეშვით დაბლა.
გზა იყო ურთულესი, მაგრამ ეს გუნდი, რომელიც ბათუმელი, ქუთაისელი და თბილისელი მოხალისეებისგან დაკომპლექტდა, არცერთ გამოწვევას არ შეუშინდა.
ლამარა ბებოს მალე ბათუმში გადაიყვანენ. ჩვენ ვფიქრობთ შემდეგში თავი შევიკავოთ მსგავსი ავანტიურისგან და კიდევ დღეები ველოდოთ სახელმწიფო უწყებების რეაგირებას თუ დავრჩეთ თავზეხელაღებულებად“, – წერს გიორგი წეროძე.