საფრანგეთის დედაქალაქში ,,პარიზის მოდის კვირეული” დასრულდა. გუშინ კი „შანელის“ მოდის სახლის ჩვენება გაიმართა, რომლის დეფილესაც ვანესა პარადი, ლილი-როუზ დეპი და მარიონ კოტიარი ესწრებოდნენ. წელს ლეგენდარული ბრენდის ახალი კოლექციის შექმნაზე გავლენა 60-იანი წლების კინოკლასიკოსებმა მოახდინეს. თავად კოლექციაც ჟან მოროს, ანა კარინასა და რომი შნაიდერის შავ-თეთრი ფოტოებით დაანონსეს. კოლექციაში ჭარბობდა შავ-თეთრი ფერები, რომელიც გემოვნებით იყო შეზავებული პასტელურ გამასთან.
რაც შეეხება 45 წლის მარიონ კოტიარს, ფრანგი კინოვასკვლავი „შანელის“ შავი ფერის ორეულში იყო გამოწყობილი, რომელიც თეთრ პიჯაკთან და ოქროსფერ ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.