46 წლის პენელოპა კრუსი ამჯერად პედრო ალმადოვარის ახალი ფილმის გადაღებებითაა დაკავებული. მსახიობი პაპარაცებმა გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს. კრუსი კუბოკრულ პალტოში იყო გამოწყობილი და ახალი როლისთვის თმის ფერიც შეცვლილი ჰქონდა.
ამ დროისთვის ალმადოვარის ახალი ფილმის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ კინოსურათი ორი ქალის ისტორიას გვიყვება, რომლებიც ერთსა და იმავე დღეს მშობიარობენ. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ პენელოპამ მუშაობა დაასრულა ახალ ფილმზე „355“, სადაც მისი პარტნიორი ჯესიკა ჩესტეინია.