55 წლის მონიკა ბელუჩიმ ცნობილი ფრანგული გამოცემის ,,ფიგარო” ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მსახიობი გარეკანზე „დოლჩე და გაბანას“ გამჭვირვალე ბოდეში პოზირებს, ანსამბლს კი „აზედინე ალაიას“ პიჯაკი ასრულებს. ახალი ფოტოები ბელუჩიმ თავად გააზიარა სოციალურ ქსელში.
ინტერვიუში, რომელიც მონიკამ გამოცემას მისცა, ვრცლად ისაუბრა თვითიზოლაციის პერიოდზე. ის ამჯერად მეტ დროს უთმოს ქალიშვილებს და საყვარელი საქმითაა დაკავებული. ახალ ფოტოებზე მონიკა ახალი ვარცხნილობით პოზირებს და როგორც ყოველთვის, შეუდარებელია.




